მას შემდეგ, რაც "რუბინი" ხვიჩა კვარაცხელიამ და სხვა ლეგიონერებმა დატოვეს, გუნდმა სწრაფად რეგრესირება დაიწყო, რანგით მეორე დივიზიონში გავარდა, სადაც სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.
თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა გუნდის თამაშითა და შედეგებით და ჯერ მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი გადააყენეს, ახლა კი კლუბის გენერალურ დირექტორს, რუსტემ საიმანოვსაც დაითხოვენ სამუშაოდან, - იტყობინება РБ Спорт-ი.
გამოცემის ცნობით, საიმანოვის პოსტს რესპუბლიკის საგადასახდო სამსახურის ხელმძღვანელი მარატ საიფულინი ჩაიბარებს.