დე ლაურენტისი: ოსიმენი არ იყიდება

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის თქმით, იგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ვიქტორ ოსიმენის გაყიდვას არ აპირებს.

"შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ოსიმენი არ იყიდება. "ნაპოლის" მოთამაშეები დღესდღეობით მოთხოვნადები არიან, თუმცა მათ შენარჩუნებას ვაპირებთ" - განუცხადა 71 წლის კინორეჟისორმა გერმანულ გამოცემა SportBild-ს.

შეგახსენებთ, ოსიმენმა მიმდინარე სეზონში ჯამში 21 მატჩი გამართა, თავი კი 17 გატანილი გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt"მანჩესტერ იუნაიტედს" ოსიმენის დამატება იანვარშივე სურდა - რატომ ვერ შედგა ტრანსფერი

altოსიმენი ბრიტანეთის სატრანსფერო რეკორდს დაამყარებს? - ინგლისური გრანდები ვიქტორის სანაცვლოდ ასტრონომიულ თანხას

იხდიან

altსპალეტი: მომავალში კვარაცხელიას ოსიმენი გაატანინებს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ზოგადად ნაპოლის მფლობელები და ეს დელაურენტისი მწვრთნელიანად ოქროსმოყვარულია ზედმეტად. ფულზე აბოდებენ, მაგრამ წელს თუ სკუდეტოს ააწევინებენ ეს ბიჭები, მეც იმედი მაქვს 1-2 სეზონი ისევ ნეაპოლში დარჩებიან. ხვიჩამ და ოსიმენმა თავიათი თავმდაბლობით და კეთილშობილებით მაგალითი უნდა მისცენ ყველას. მოუხდნენ ძალიან ნაპოლის, მთელი გუნდი შეიკრა ერთ მუშტად. ომებშიც ეგრე არ არის? სიყვარული ყოველთვის უპირატესია და იმარჯვებს. გოლის აღნიშვნა-ჩახუტებაშიც იგრძნობა მთელი გუნდის ურთიერთობა. კი არ ჭამენ ერთმანეთს ჩვენსავით ))) თუ ხვიჩას გაყიდიან, მას ნაპოლიზე ტიტულოვანი და მდიდარი კლუბი შეიძენს. მაგრამ მან უკვე იპოვა ის გუნდი, რომლებიც ერთმანეთს ჰარმონიულად შეერწყმენ.
უბრალოდ საცოდაობა იქნება კვარა ოსის უკვე ეპოქალური დუეტის დაშლა დაცალკევება.
Charley
18:12 08-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული