იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში "ნაპოლი" "უდინეზეს" ეთამაშება, 1 ქულის მოპოვების შემთხვევაში კი გუნდი არსებობის ისტორიაში მესამედ გახდება ჩემპიონი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პარტენოპეის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ესტადიო დიეგო მარადონაზე" დასასწრებად ბილეთს ფასი სიმბოლური, 5 ევრო დაადო, რომელიც სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება.
იტალიურ მედიაზე დაყრდნობით, პოტენციურ საჩემპიონო თამაშს უშუალოდ ნეაპოლის სტადიონიდან 50 000 გულშემატკივარი უყურებს.