ტიმოშჩუკს უკრაინელებმა ყველა ტიტული ჩამოართვეს - "ზენიტის" მწვრთნელს რუსი ჟურნალისტები ამ ფაქტის შესახებ დაეკითხნენ

AutoSharing Option
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის საკონტროლო-დისციპლინურმა კომიტეტმა "ზენიტის" მწვრთნელის ასისტენტ ანატოლი ტიმოშჩუკს ყველა ტიტული ჩამოართვა.

მოგეხსენებათ, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ მან რუსეთი არ დატოვა, სანკტპეტერბურგულ გუნდში დარჩა და საქმიანობასაც იქ აგრძელებს.

ტიმოშჩუკმა დაკარგა უკრაინის ჩემპიონის და ვერცხლისმედალოსნის, ქვეყნის თასის და სუპერთასის მფლობელის ტიტულები. მან ასევე დაკარგა პროფესიული დონის სამწვრთნელო ლიცენზია, რომელიც გაცემულია UAF-ის სალიცენზიო ცენტრის მიერ და დაკარგა უკრაინაში მწვრთნელად მუშაობის შესაძლებლობა უვადოდ.

რუსი ჟურნალისტები მას ამ ფაქტის შესახებ
დაეკითხნენ, თუმცა ანატოლიმ მიუგო, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს და სხვა კითხვა დაუსვან.

alt"თავისი სინდისი და ნამუსი "გაზპრომის" ნაგებობებს შორის დამარხა" - სავინი მოჰყვა, რა საუბარი ჰქონდა ტიმოშჩუკთან ომის დაწყების შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 13 /
გამოდი ყაველ, გიცანით))))
ჭიტააა
15:04 12-09-2023
4
Ქუდზე კაცი საომრად უკრაინშიკებო! Აქედან უკრაინის დროშის ფრიალი და სლავა უკრაინეს ყვირილი საქმეს არა შველის-ყველანი უნდა წახვიდეთ უკრაინაში საომრად და ერთ დღისით და უკლებლივ.
Რუსეთის დდშ და რუსეთის მოყვარულებისა კიდე ზედ!!!
Სლავა უკრაინშიკებს
13:47 12-09-2023
47

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული