უეფას მიერ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვებას ბოიკოტი მოჰყვა

AutoSharing Option
ცხადია, უეფას რუსეთის ნაკრებების და კლუბების საერთაშორისო ტურნირებზე დაბრუნება სურს, რასაც ჯერჯერობით ვერ ბედავს, თუმცა მათ 17-წლამდელთა ნაკრებს ტურნირებზე ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის უფლება მისცა.

რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრები საკუთარ ტერიტორიაზე მატჩებს ვერ ჩაატარებს და გამოვა ჰიმნისა და დროშის გარეშე, ხოლო რუსეთის სხვა ნაკრებებს უკრაინასთან ომის დასრულებამდე აკრძალული ექნებათ ოფიციალურ ტურნირებზე მონაწილეობა.

რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვების წინააღმდეგ ინგლისი, პოლონეთი, უკრაინა, ლატვია, შვედეთი და დანია გამოვიდნენ და რუსებთან არ ითამაშებენ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მე თავიდანვე ვწერდი, როცა უეფა დაუშვებს მოყვება ბლოკირება სხვა და სხვა ქვეყნების. ეს კბილის მოსინჯვას გავს, მარა უეფა მიხვდება რომ არ გაუვა. ომი რომ დამთავრდება და ნებას დართავენ ორდას, უეფა მაშინაც დიდ სიძნელეს წააწყდება თვითონ. ორდას ფეხბურთელებს ბევრი ქვეყნის ნაკრებები და კლუბებიც გამოუცხადებენ ბლოკადას. უკრაინას მხარს დაუჭერენ პოლონეთის, ნიდერლანდის, ბალტიის ქვეყნების, სკანდინავების და ბრიტანეთის ფედერაციები. მათ კი თითქმის ყველა ევროპის ფედერაცია მიუერთდება. ორდას ფეხბურთი მოიხარშება საკუთარ წვენში, ისე როგორც მათ დაგვართეს ჩვენ. როცა გამოვეყავით სსრკ-ს, მაგრამ ეს იქნება ძალიან დიდი ხნით და დამანგრეველი ორდას ფეხბურთისათვის. რაც სხვას უსურვეს (ჩვენ) ის მიიღეს უფრო მძიმეთ და ბევრს მიიღებენ კიდევ ზოგადად ქვეყნის დანაწევრებით, რაც ჩცენ ქვეყანას დაგვმართეს. ამას კი ჭირდება დრო, ახლა არავის არ ჯერა ორდას დანაწევრება. არ სჯეროდათ არც ფეხბურთის იზოლაციის, მარა იჯერებენ უკვე.
G.LA
20:52 27-09-2023
13
სამწუხაროდ ომს არ უჩანს დასასრული. უეფა კი ასე ნელნელა შეაპარებს სხვადასხვა ასაკობრივს. თითქოს რუსეთმა ყველა ცოდვა გამოისყიდა. აშკარად შემოაკლდათ ფული
Nick
19:10 27-09-2023
10

სიახლეები პოპულარული