"ანტვერპენთან" ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მოგებულ მეორე ტურის მატჩში (2:1) "შახტარის" 19 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ალეკსანდრ რასპუტკომ შეუცვლელად ითამაშა, რის შემდეგაც უგზო-უკვლოდ გაქრა.
რასპუტკომ ვარშავის აეროპორტში გუნდთან ერთად რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ თვითმფრინავში არ ავიდა. მან ტელეფონი გამორთო, სოციალურ ქსელებში კი სურათები წაშალა. ის კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის 5 წლით გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა, მაგრამ ხელფასით (1-2 ათასი ევრო თვეში) უკმაყოფილო იყო და ვარაუდობენ, რომ რუსეთში გაიქცა.
რასპუტკო დონეცკის ოლქის ქალაქ გორლოკაში დაიბადა, "შახტარის" აღზრდილია, უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, პრორუსული პოზიციის გამო
თანაგუნდელებთან კონფლიქტი ჰქონდა და Sport.ua-ს მტკიცებით, რუსეთში სტამბულიდან ჩავა. მისი გაქცევა დაგეგმილი იყო და ამაში უცნობი პირი დაეხმარა.
Профутбол Digital-ის მთავარმა რედაქტორმა ვლადიმირ ზვეროვმა განაცხადა, რომ რასპუტკო უკვე რუსეთშია და მეორე ლიგაში მოასპარეზე სანქტ-პეტერბურგის "ზვეზდაში" აპირებს თამაშს, რომლის ერთ-ერთი მწვრთნელი "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი გენადი ზუბოვია. ამავე კლუბის წევრია ანატოლი სკირჩუკი, რომელიც ადრე დონბასურ კლუბში მუშაობდა.
ტელეგრამ-არხი Mash-ი ირწმუნება, რომ რასპუტკომ რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.