"ჯუნტოლი რომ "ნაპოლიში" დარჩენილიყო, გარსიას ნაცვლად ამ მწვრთნელს შეუთანხმდებოდა" - იტალიელი სპეციალისტი

AutoSharing Option
"კარპის" ყოფილმა მწვრთნელმა და "იუვენტუსის" სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლის ახლო მეგობარმა მასიმილიანო მადალონიმ Radio CRC-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

გამოცდილი სპეციალისტის თქმით, თუ ჯუნტოლი "ნაპოლიში" დარჩებოდა, რუდი გარსიას ნაცვლად "პარტენოპეის" ტიაგო მოტა გაწვრთნიდა.

"თუ კრისტიანო ზაფხულში "პარტენოპეის" არ დატოვებდა, გარსია "ნაპოლის" არ ჩაიბარებდა, ვიცი, რომ მას ტიაგო მოტა ძალიან მოსწონს, ის ახალგაზრდა სპეციალისტში სპალეტის იდეალურ შემცვლელს ხედავდა. ფაქტია, გუნდს ჯუნტოლისთან ერთად ნაკლები პრობლემა შეექმნებოდა.

დე ლაურენტისი ძალიან ჭკვიანი ადამიანია და ბიზნესს შესანიშნავად უძღვება, თუმცა კლუბს ყოველდღიურად უამრავ პრობლემას უქმნის, ვფიქრობ,
ზოგიერთ მწვრთნელს უბრალოდ მასთან ურთიერთობის შეეშინდა, რადგან ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა როგორიც ჯუნტოლი იყო, "იუვენტუსში" გადავიდა", - განაცხადა მადალონიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მორიგ მატჩს დღეს 21 ოქტომბერს, "ვერონას" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

alt"ნაპოლიში" ფულადი ჯარიმები წესდება - დე ლაურენტისმა კვარაცხელია და სხვა ფეხბურთელები გააფრთხილა

alt დე ლაურენტისი: კლუბმა უნდა გადაწყვიტოს, გაუშვას თუ არა ფეხბურთელი ნაკრებში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული