"ეს სირცხვილია" - რა თქვა კალცონამ "უდინეზესთან" მატჩის შემდეგ?

AutoSharing Option
გუშინ, 6 მაისს, სერია A-ს 35-ე ტურში, "უდინეზემ" "ნაპოლის" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"პირველ ტაიმში ბურთით თამაში გაგვიჭირდა. მეორე ნახევარში უკეთესად გამოვიყურებოდით და მეტოქის ნახევარზე ბურთის გადატანას ვახერხებდით. სირცხვილია, უკვე სამი მატჩია გამარჯვებას ვერ ვახერხებთ. წელს ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ.

ჩვენს შემტევებს მეკარესთან ერთი-ერთზე სიტუაციებში გოლების გატანა უჭირთ.

მიმდინარე სეზონში გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით იმედგაცრუებული ვარ. ვალდებულები ვართ, რომ სეზონი გამარჯვებებით
დავასრულოთ", - განაცხადა კალცონამ.

"ნაპოლი" 51 ქულით მერვე ადგილზეა და 11 მაისს "ბოლონიას" უმასპინძლებს.

altხვიჩას გარეშე - "ნაპოლიმ" "უდინეზესთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
კარგი არაფერი თქვათ, მარტო ბოღმა ანთხიეთ, არ ჩაიხრჩოთ
ლალუკა
20:38 07-05-2024
3
ერთადერთი გამოსავალი დარჩა ნაპოლის : გააგდონ ამხ. ლაურა და მიიწვიონ ამხ. რომანიკო ფიფია !
დ.დ.
19:37 07-05-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული