"დე ლაურენტისს უკვე ვაცნობე, დი ლორენცოს "ნაპოლიდან" წასვლა სურს" - ჯოვანის აგენტი

AutoSharing Option
"ნაპოლის" კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლის" დატოვებს. ამის შესახებ "პარტენოპეის" განაპირა მცველის აგენტმა ისაუბრა.

"ის თავდაჯერებას ვერ გრძნობს. ასე რომ, დიახ, ჯოვანის "ნაპოლის" დატოვება სურს. ამის შესახებ დე ლაურენტისს უკვე ვაცნობე. მან მითხრა, რომ წასვლაში ხელს არ შეგვიშლის, თუმცა ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ შესაბამის წინადადებას მიიღებს", - განაცხადა მარიო ჯუფრედიმ TV PLAY-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, გუშინ "ნაპოლის" კაპიტანს გუნდის გულშემატკივრებმა ობსტრუქცია მოუწყვეს, რამაც იტალიელის გაღიზიანება გამოიწვია.

altმერეტი: "ნაპოლის" ფანები დი ლორენცოს უსამართლოდ მოექცნენ

მკითხველის კომენტარები / 10 /
დაახლოებით ერთი თვის წინ იმავე დი ლორენცოს აგენტი გუნდიდან წასვლის სხვა მსურველებს აკრიტიკებდა და იქადნიდა - მე და ჯიო არსად ვართ წამსვლელებიო. მაშინვე დავწერე - ისე არ მოხდეს პირველი შენი კაპიტანი გაიქცეს გუნდიდანთო და ასე აგიხდა ყოველივე კარგი:)
soc.press
15:36 27-05-2024
4
გაუჭირდება ამ გუნდის დატოვება კვარას არაადეკვატურია ლაურიენტისი
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული