![](https://sportall.ge/pictures/image5/f2d5f1528e51af113c8bf9d260a7a43f.jpeg)
უეფამ კონფერენს ლიგის 2024/25 წლების გათამაშებიდან "დნიპრო 1" ოფიციალურად მოხსნა.
უკრაინულ გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპზე "პუშკაშ აკადემიასთან" ორივე მატჩში ტექნიკური წაგება, 0:3 ჩაეთვალა. ეს შეხვედრები 25 ივლისს და 1-ელ აგვისტოს არ ჩატარდება.
"დნიპრო 1", რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა, ფინანსური პრობლემების გამო უკრაინის პრემიერლიგაშიც ვერ იასპარეზებს.