"ნაპოლის" სომხეთის ნაკრების კაპიტანი შესთავაზეს

AutoSharing Option
"კრასნოდარის" 24 წლის ნახევარმცველი ედუარდ სპერციანი მისმა აგენტმა რაფაელა პიმენტამ რამდენიმე ევროპულ კლუბს და მათ შორის, "ნაპოლის" შესთავაზა, - იტყობინება Metaratings-ი.

გამოცემის მტკიცებით, "ნაპოლი" სპერციანის შესაძენად მზად იყო, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვის შემდეგ.

ამჟამად სპერციანის თაობაზე "კრასნოდარს" არცერთი შეთავაზება არ აქვს და, როგორც მინიმუმ, ზამთრამდე გუნდში დარჩება.

ის "კრასნოდარისა" და სომხეთის ნაკრების კაპიტანია, გასულ სეზონში კი რუსეთის პრემიერლიგის 29 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს კიდევ ვერ გაასაღეს? ყოველ წელს ტოპ ლიგაში გადაყავთ სომხებს და რუსებს ეს სპერციანი!!
6
ამას ზუსტად ისე ემართება რუსებისგან როგორც ჯანოს, ასათიანს, ჯანაშიას და კიდევ ბევრს....ვერ დააგწევს თავს მაქედან და ბოლოს წავა კვიპროსში ან ჩინეთში.
Givi
10:37 08-08-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული