"ფლიკი სწორედ მისი წყალობით გვყავს, არაერთი პრობლემა გადაჭრა" - ლაპორტა დეკუთი აღფრთოვანებულია

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში კლუბის სპორტული დირექტორის, დეკუს შესახებ ისაუბრა.

ლაპორტას თქმით, პორტუგალიელმა კლუბს არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მოუგვარა, გარდა ამისა, გუნდის მთავარ მწვრთნელად ჰანსი ფლიკის დანიშვნაც სწორედ მისი დამსახურებაა.

"დეკუ შესანიშნავია, მის გამო ძალიან ბედნიერები ვართ. სწორედ პორტუგალიელის დამსახურებაა, რომ ჰანსი ფლიკი ჩვენთანაა. მან კლუბს არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მოუგვარა. დეკუ თავის გუნდთან ერთად წარმოუდგენელ სამუშაოს ასრულებს და ამის შედეგს ყველა ერთად ვხედავთ.

დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის ტრანსფერები პირადად გაჩარხა, ასევე, ფიზმომზადების მწვრთნელებიც მან შეარჩია. დეკუს ხედვები
კლუბს ეკონომიკურად გაძლიერებაშიც ეხმარება, რადგან "ლა მასიადან" ახალგაზრდებს ძირითად გუნდში თავის გამოჩენის შანსი მუდამ ეძლევათ", - განაცხადა ლაპორტამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული