"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე

AutoSharing Option
ერთა ლიგის A1 ჯგუფში პორტუგალიამ შინ შოტლანდია 2:1 დაამარცხა. 88-ე წუთზე პორტუგალიელთა რიგებიდან თავი კრიშტიანო რონალდომ გამოიჩინა და 39 წლის ფეხბურთელმა კარიერაში 901-ე გოლიც გაიტანა.

მატჩის შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"კრიშტიანო შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა აუცილებელია, რომ ფეხბურთელები გადაღლისგან დავიცვათ. რონალდოს ზედიზედ ორ მატჩში 90 წუთით თამაში აღარ შეუძლია. ის მოედანზე შეხვედრის გადამწყვეტ მონაკვეთში უნდა ყოფილიყო და არა დასაწყისში, ეს მიდგომა მომწონს.

რონალდო ფანტასტიკური ფეხბურთელია, თუმცა გუნდი დამოკიდებული მასზე არ არის. ის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო
იარაღია და უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. მოედანზე ძალიან ჭკვიანურად მოძრაობს, მაგრამ არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მასზე დამოკიდებულები ვართ", - განაცხადა მარტინესმა.

altრონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული