"მცველის პოზიციაზეც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა" - მასკერანო მესიზე

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ხავიერ მასკერანომ, რომელიც "ალბისელესტეში" და "ბარსელონაში" ლიონელ მესის თანაგუნდელი იყო, talkSPORT-თან საუბარში განაცხადა, რომ მესი მცველის პოზიციაზეც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა.

"მესი რომ მცველი გამხდარიყო, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა. მისი დამარცხება შეუძლებელია. იყო მომენტები, როდესაც "ბარსელონაში" ერთ-ერთზე ვთამაშობდით და შეუძლებელი იყო მისთვის გვერდი აგეარა და ამის არანაირი შანსი არ გქონდა.

ზოგჯერ თავდამსხმელებმა იციან, როგორ დაიცვან თავი. ლეო ამას ძალიან კარგად აკეთებს. ის ძალიან სწრაფი იყო და შეუძლებელი იყო მის გარშემო შემოგერბინა", - თქვა მასკერანომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული