ყაზახეთი-სლოვენიის (0:1) მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ჩერჩესოვს კითხვა ყაზახურ ენაზე დაუსვა, ჩერჩესოვმა კი ასეთი პასუხი გასცა:
"შენ რა, ფრანგულად მელაპარაკები?".
კითხვის ავტორი ჟურნალისტი ბეგასილ სეუთხანოვი გახლდათ, რომელსაც "პარი სენ ჟერმენის" მაისური ეცვა.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
"სტანისლავ ჩერჩესოვი ყაზახურ ენას დიდ პატივს სცემს, გარდა ამისა ის ყაზახურ ენას დიდი მონდომებით სწავლობს", - ნათქვამია ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, ყაზახეთი ორენოვანი სახელმწიფოა, სადაც ყაზახური და რუსული ოფიციალურ ენებადაა გამოცხადებული.
გახსოვთ "მეთევზეთა" "კლაკსვიკი"? - "ფერენცვაროში" გამოაგდო და ჩერჩესოვი უმუშევარი დატოვა
ჩერჩესოვი: კვარაცხელიას იტალიურ კლებებთან რეკომენდაცია 2019 წელს გავუწიე
იმედია ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაცია დროულად დაითხოვს ამ უვიც და უტიფარ ტიპს... კარგად გვახსოვს ("დიდი შედეგის მქონე მწვრთნელი"-ს) მეთევზეების მიერ გამოგდებული მისი გაწვრთნილი "ფერენცვაროში"... იმედია ყაზახები მალე მოეგებიან გონს სანამ ოფიციალური შესარჩევი დაიწყება...