
წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელს კონტრაქტს "ნაპოლიც" სთავაზობდა, თუმცა ფაცინიმ არჩევანი "არწივებზე" შეაჩერა.
საბა გოგლიჩიძის თანაგუნდელი დედაქალაქურ კლუბთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
"ლაციო" და "ემპოლი" კი 18-თვიან იჯარასა და შემდგომ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაზე შეთანხმდნენ.