გადაწყდა - მარმუში "სიტის" 80 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდება

AutoSharing Option
"აინტრახტის" შემტევი, ომარ მარმუში კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ქალაქელები" გერმანულ კლუბს ეგვიპტელი მოთამაშის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს გადაუხდის.

25 წლის შემტევი "სიტისთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

მარმუშმა "აინტრახტის" მაისურით ბუნდესლიგაში გამართულ 17 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული