"ვესტ ჰემიდან" ახლახანს დათხოვნილმა ლოპეტეგიმ შესაძლოა, სანაკრებო დონეზე გადაინაცვლოს

AutoSharing Option
ჟურნალისტ საშა ტავოლიერის ინფორმაციით, ბელგიის ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე "ვესტ ჰემიდან" ახლახანს დათხოვნილი ხულენ ლოპეტეგის კანდიდატურას განიხილავს. ესპანელი სპეციალისტის კანდიდატურას ეროვნული ნაკრების სპორტული დირექტორი ვინსენ მანერი ლობირებს.

ბელგიაში მიაჩნიათ, რომ ლოპეტეგი რობერტო მარტინესის სტილის ფეხბურთს თამაშობს, რომელიც დომენიკო ტედესკომდე მათი ქვეყნის ნაკრებს წვრთნიდა. ამასთან ერთად, შესაძლებლობა იქნება, რომ ტიბო კურტუა ნაკრებში დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ ლოპეტეგი სანაკრებო დონეზე უკვე მუშაობდა და ესპანეთის ნაკრებს თავკაცობდა, საიდანაც 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სკანდალურად გაათავისუფლეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული