ლორან ბლანი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია

AutoSharing Option
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა "ანდერლეხტთან" (5:0) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ანდერლეხტთან" მატჩში ჩემი გუნდის თამაშში ბევრი პოზიტივი დავინახე. აბსოლუტურად ყველაფერი გამოგვდიოდა.

თუმცა ჩვენი საუკეთესო მატჩი ჯერ არ გვითამაშია, გუნდი აგრძელებს შეთამაშებას. "ანდერლეხტთან" ბურთის კონტროლი ჩვენს მხარეს იყო და ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით.

იბრაჰიმოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია, რაც დაამტკიცა კიდეც საკუთარი გოლებით. რთულია დაასახელო, რომელი იყო მათ შორის ყველაზე ლამაზი. ზლატანი გუნდზე კარგად მოქმედებს, ის ყველას იყოლიებს და წინ უძღვება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია",
- თქვა
ბლანმა.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

მომზადებულია L’Equipe-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. C ჯგუფი: იბრაჰიმოვიჩის პოკერი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული