გიორგი ივანიშვილი საჩხერის "ჩიხურადან" თბილისის "დინამოში" მიდის

AutoSharing Option
29 ივნისს, საჩხერის "ჩიხურა" ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიულ "ალტახს" თბილისში, "დინამო არენაზე" უმასპინძლებს (დასაწყისი 21 საათზე), ხოლო 6 ივნისს მეტოქეს "ქეშპოინტ არენაზე" ესტუმრება. "ჩიხურა" ევროსტარტისთვის მზადებას დღეიდან შეუდგება.

დიდი ალბათობით, გუნდს აღარ დაეხმარება გიორგი ივანიშვილი, რომელმაც საჩხერული კლუბი დატოვა. ეს ინფორმაცია კულუარულად დაგვიდასტურეს.

"ლელოს" ცნობით, თუ კლუბები ფინანსურ საკითხებზე შეთანხმდებიან, 27 წლის შემტევი ნახევარმცველი კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს.

ივანიშვილი თბილისელთა დღევანდელ მწვრთნელ კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით "ცხინვალში" თამაშობდა. "დინამოს" რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ტოვებს და როგორც ჩანს, კაჭარავას შეტევის ხაზის გაძლიერება
ყოფილი შეგირდის დახმარებით სურს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
დინამო კიდე თავის აღზრდილ ახალგაზრდებს უშვებს და რეგიონების კლუბებიდან მოჰყავს ფეხბურთელები, თან ჩიხურას იქეთ ჭირდება შევსება, ივლისში მაინც... საეჭვოა აგვისტომდე გასტანოს ევროპაზე
Irakli apkhaidze
23 ივნისი 2017 16:10
0
ლოღიკა სადაა, ჩიხურა ევროპაზე უნდა გამოვიდეს და გაძლიერების მაგივრად ერთერთ გამოცდილ და მართლაც წარმატებულ ფეხბურთელს თმობს? ძალიან ძნელი გახდა საქართველოს ჩემპიონატის გუნდების რებუსების ამოხსნა.
gizog
23 ივნისი 2017 14:43
0
არაა ურიგო ფეხბურთელი, მაგრამ მე პირადად მგონია რომ აჯობებდა აკადემიიდან დაეწინაურებინათ ბავშვები .. ეს ჩემი პირადი აზრია მხოლოდ
123
23 ივნისი 2017 11:33
0
ივანიშვილი დინამოშია. დვალი ჯაბა ბათუმში, ტორპედოს ძინავს.
გივი
23 ივნისი 2017 10:57
0
ბატონო ზაალ ხათრით და ამხანაგობით კომლეკტება ტორპედო. საბუტთალო 2 ს მეგრელაძე მთავარ გუნდმა არ დაიტოვა. ხურციძე არცერთ გუნდში არ დატოვეს. შესანიშნავი ავტოგოლით გაახარა ქუთათელები. ტრავმირებულ კორობკას გიგიაძე მგონი პატრონობს ჯაბა დავალი ბათუმშია, ივანიშვილი დინამოში.ჩვენ კი გვძინავს.
პატრიოტი
23 ივნისი 2017 10:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული