kerkida.net-ს ინფორმაციით, ქართველი მწვრთნელი კვიპროსში ჩავიდა, თითქოს, ყველაფერიც შეთანხმებული იყო და მას პირველი ვარჯიშიც უნდა გაემართა, მაგრამ ბოლო მომენტში მოლაპარაკება ჩაიშალა.
აი, რა განაცხადა "ეთნიკოსის" პრეზიდენტმა კიკის ფილიპუმ: "საბოლოოდ, ჩვენ და დარასელია ვერ შევთანხმდით. ამიტომაც გუნდი სხვა მწვრთნელს მოძებნის".
აღნიშნული წყარო ჯერ კიდევ 14 ივნისს ("დილაში" დანიშვნამდე)
შეგახსენებთ, რომ ახნას "ეთნიკოსს" ვალდას ივანაუსკასი წვრთნიდა. ბოლო სეზონში კლუბში გიორგი ილურიძე და ნიკა კაჭარავა თამაშობდნენ.
მოლაპარაკების ფაქტს ადასტურებს "ეთნიკოსის" ხელმძღვანელობა. თუმცა, სულ მცირე, გასაკვირია, რატომ უნდა მიდიოდეს ახალდანიშნული მწვრთნელი სხვა ქვეყანაში, სხვა კლუბთან მოსალაპარაკებლად. უცნობია, რა რეაქცია აქვს ამაზე "დილას" ხელმძღვანელობას.