ჟერარდ სარაგოსა: მინდა "ტორპედოს" გულშემატკივარს მოვუბოდიშო

AutoSharing Option
26 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" გამართული ქართულ კლასიკოდ წოდებული "დინამო"-"ტორპედოს" მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონის მედია-დარბაზში ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

უმაღლესი ლიგის X ტურის შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა მეორე ტაიმში ლევან ხმალაძისა და გიორგი გველესიანის გოლებით 3 ქულა დინამოელებმა მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ არბიტრმა უკვე მე-3 წუთზე მოედნიდან უსტარიცი გააძევა.

ჟერარდ სარაგოსა (ქუთაისის ტორპედო):
"პირველ რიგში, "ტორპედოს" გულშემატკივარს მინდა მოვუბოდიშო, ვინაიდან ისეთი თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორიც გვინდოდა. დღევნდელ დაპირისპირებაში არა თუ სამი ქულა, არამედ ქულის აღებაც ვერ მოვახერხეთ.

სამი-ოთხი თვეა, რაც ტორპედოს
ვხელმძღვანელობ და მგონი, უკვე ჩამოყალიბდა ძირითადი ბირთვი. გუნდის საშუალო ასაკი 21 წელია და "დინამოსთან" ტოლ-სწორად თამაში იმის დასტურია, რომ ჩვენი დაწყებული საქმე ნაყოფიერია.

პირველი სამოცი წუთი კარგად ვითამაშეთ, ბოლოს კი "დინამომ" გამოცდილების ხარჯზე წარმატებას მიაღწია.

ახლა ყველანი "სპარტაკთან" შეხვედრისთვის ვიფიქრებთ"
.

მომზადებულია fcdinamo.ge-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
დუშან უჰრინი: ჩვენი თამაში ვაჩვენეთ, "დინამო" ათი კაცით დომინირებდა
"ქართული კლასიკოში" თბილისის "დინამომ" გაიმარჯვა
მკითხველის კომენტარები / 3 /
ქუთაისლებო,ასეთი ბოთე მწვრთნელი არ შეგეფერებათ,მთელი მატჩი დინამომ 10-ი კაცით ითამაშა და ეს კაცი,რას ბოდიალობს.საერთოდ ანალიზის უნარი თუ გააჩნია ამ უბედურს.
roma
00:34 27-10-2013
0
roma
მსაჯს არ თვლი ხო? მაიც 11 დინამოელი იყო მოედანზე! და სარაგოსა კიდევ გიჩვენებთ სეირს!
გიორგი2
12:41 27-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული