ცნობილია, რომ ქობულეთის "შუქურას" დირექტორი რევაზ ჩელებაძე ბრაზილიაში იმყოფება, სადაც იქაური სერია A-ს (უმაღლესი ლიგა) ბინადარ "კურიტიბასთან" პარტნიორობაზე ხელშეკრულება გააფორმა.
ამ ხელშეკრულების მიხედვით, ბრაზილიელები ქობულეთელებს ოთხ მოთამაშეს სამთვიანი იჯარით დაუთმობენ.
ჩელებაძე ამ ნაბიჯით გუნდის გაძლიერებასა და ევროპის ლიგაზე მოხვედრის მცირე იმედის რეალიზაციას ცდილობს, ბრაზილიელები კი ქობულეთის "შუქურასთან" ალიანსს ევროპისა და აზიის ბაზარზე გასვლის იმედს უკავშირებენ. "კურიტიბას" თავკაცებს ამ რწმენას "შუქურას" ხელმძღვანელის კავშირები უძლიერებს - ჩელებაძე ხომ რუსულ ბაზარს კარგად იცნობს და იქ
ჯერჯერობით, "შუქურას" ოთხი ახალწვეულისგან მხოლოდ სამის ვინაობა გახდა ცნობილი.
პირველია ლუის გილერმე დორნელესი, იგივე ლუიზინიო, რომელიც 22 წლისაა და ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს.
ჟოზე რაფაელ ვივიანი, იგივე ზე რაფაელი 1993 წელსაა დაბადებული. ამპლუით ისიც ნახევარმცველია. "კურიტიბაში" 2012 წლიდან თამაშობს. 2014 წელს ბრაზილიურ "ნოვა ჰამბურგოში" გადავიდა, მაგრამ შარშან ისევ "კურიტიბას" დაუბრუნდა. თუმცა წლის განმავლობაში გუნდში მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა.
20 წლის პაულო ვიქტორი თავდამსხმელია. ის კლუბში შარშან ჩაირიცხა, 2012-13 წლებში კი "ატლეტიკო პარანაენსეს" 20-წლამდელთა გუნდში ირიცხებოდა.
შეგახსენებთ, რომ "შუქურამ" ბრაზილიელი სეზონის დაწყებამდეც დაიმატა - ქობულეთელებმა ლუკას და სილვას ხელშეკრულება ერთი წლით გაუფორმეს. მაგრამ გერმანიის რეგიონალლიგის "ლეხ 1896"-ში ნათამაშებმა 21 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა იმედები ვერ გაამართლა და გაუშვეს.
ამ პროექტის ინიციატორი გოჩა ალადაშვილია, რომელმაც მსგავსი ჩანაფიქრის განხორციელება ადრე რუსთავის "ოლიმპისა" და მინსკის "დინამოში" სცადა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"