"შუქურაში" ზოგიერთი ფეხბურთელის ხელფასი მინისტრისას უტოლდება

AutoSharing Option
Sportall.ge აგრძელებს მკითხველისთვის საბიუჯეტო საფეხბურთო კლუბებში არსებულ ფინანსურ მდგომარეობასა და თანხების განკარგვაზე ინფორმაციის მიწოდებას. ქუთაისის "ტორპედოს" შემდეგ ქობულეთის "შუქურას" წარმოგიდგენთ.

* * *
საფეხბურთო კლუბ ქობულეთის "შუქურას" მიმდინარე სეზონის სახელფასო ფონდი 877 ათას 625 ლარს შეადგენს. აგვისტოდან დღემდე, გუნდმა უკვე 537 ათას 665 ლარი აითვისა. ქობულეთური კლუბი ყოველთვიურად ხელფასებში 124 ათას 875 ლარს გასცემს (ამაში არ შედის საშემოსავლო გადასახადი).

ამის შესახებ ინფორმაცია Sportall.ge-მ ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა.

როგორც კლუბისა და მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, "შუქურას" კლუბის დირექტორის, რევაზ ჩელებაძის ხელფასი 750
ლარს შეადგენს, ყველაზე მაღალი ხელფასი კი გუნდში 5 ათას 400 ლარია, რომელიც ერთ-ერთი ფეხბურთელის ხელზე ასაღებ თანხას შეადგენს. გამოთხოვილ დოკუმენტებში ფეხბურთელთა ვინაობა დასახელებული არ არის. შესაბამისად, უცნობია, რომელი ფეხბურთელი იღებს ყველაზე დიდ ხელფასს, თუმცა გაზეთმა "ბათუმელებმა" გაარკვია, რომ თურმე გუნდში ყველაზე დიდი ხელფასი თორნიკე თარხნიშვილს აქვს. ოქტომბერში მას ხუთი თვის ხელფასი, საერთო ჯამში 27 000 ლარი ჩაერიცხა (თვეში 5 400 ლარი).

გამოცემის ცნობით, გიორგი ჩელებაძეს, რომელიც კლუბის დირექტორის, რევაზ ჩელებაძის ვაჟია, ხელფასი 4500 ლარი აქვს. გუნდის მთავარ მწვრთნელს, თეიმურაზ შალამბერიძეს მუშაობისთვის ყოველთვიურად 5 000 ლარს უხდიან, მის თანაშემწეს კი - 1000 ლარს.

ცნობისთვის, საქართველოში მინისტრის ხელზე ასაღები ხელფასი ოფიციალურად 5000 ლარით განისაზღვრება...

რევაზ ჩელებაძის გუნდს ხარჯები არ აქვს კვებასთან დაკავშირებით, რადგან "შუქურას" არ აქვს ბაზა და ყველა ჩაყვანილი ფეხბურთელი ბინისა და საკვების ფულს ხელფასთან ერთად იღებს.

გასულ საფეხბურთო სეზონში "შუქურას" ბიუჯეტი 1 მილიონ 296 ათას 367 ლარით განისაზღვრა, წელს კი ეს თანხა გაცილებით მცირეა. გამოთხოვილი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ 2015 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე კლუბმა მუნიციპალიტეტიდან 537 ათას 665 ლარი მიიღო და ეს თანხა სრულად გაიცა ხელფასებში. "შუქურას" არ გააჩნია არანაირი დამატებითი შემოსავალი და მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო დოტაციაზეა.

დავალიანებებთან დაკავშირებით, კლუბს ინფორმაცია არ მოუწოდებია.

საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში კლუბის სახელფასო ფონდი 877 ათასი 625 ლარით განისაზღვრა და აქედან გუნდმა 537 ათასზე მეტი უკვე დახარჯა. თუ როგორ აპირებს გუნდი მომდევნო თვეებში დარჩენილი თანხის გადანაწილებას, ეს უცნობია.

როგორც რევაზ ჩელებაძემ გაზეთ "ბათუმელებთან" საუბარში განაცხადა, კლუბს დეკემბრის გასაცემი ფული არ აქვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ "შუქურას" გასასტუმრებელი აქვს ფინანსური დავალინება ბრაზილიელი ფეხბურთელებისთვის, კერძოდ კი, 21 000 დოლარი. ბრაზილიელები ქობულეთური გუნდის ღირსებას სამი თვის განმავლობაში იცავდნენ (პაულო ვიტორ ნუნიესი, ლუის დორნელესი და ფელიპე ბეზერა).

გაზეთ "ბათუმელების" ცნობით, "შუქურას" საშეკრებო ვალიც გააჩნია - 31 000 დოლარი. გუნდი 2015 წლის ზაფხულში ორკვირიან შეკრებაზე იმყოფებოდა ერზრუმში. კლუბის ხარჯები მასპინძელ მხარეს დაუფარავს.

ქობულეთის "შუქურა" უმაღლეს ლიგაში 12 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

რედაქციისგან: Sportall.ge მსგავსი ტიპის ინფორმაციას მკითხველს უმაღლესი ლიგის სხვა საბიუჯეტო კლუბზეც ეტაპობრივად მიაწვდის.

მაგდა კლდიაშვილი
სპეციალურად Sportall.ge-სთვის

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ჩაშლილი ტენდერები - რამდენი დახარჯა ქუთაისის "ტორპედომ" კვებაში?

ექსკლუზივი: ქუთაისის მერის სამეგობრო "ტორპედოში" და მათი ხელფასები

მკითხველის კომენტარები / 18 /
გიკვირთ ამხელა ხელფასები? ამას რო წერ და ჟურნალისტი რო გქვია არ გიტყდება? ისა არ იფიქრო შუქურას ვბალეიშიკობ პირიქით ფოთელი ვარ და ქობულეთიდან ძლივს გამოვასწარი მაგათი მეკარის ... იცით რაც მოყვა ალბათ, მაგრამ რო გამოვარდეს შენნაირი ესპანეთში და თქვას მესის მინისტრზე მეტი ხელფასი აქო იცი რას ეტყვიან? ... რა გიკვირს ლორიას 50 000 ლარი ქონდა დინამოში რომელ მინისტრს აქ მაგხელა ხელფასი? ნუ მინისტრებს ლევი უფრო მეტი აქვთ მაგრამ მაინც :) :)
მანუჩარ
17:24 24-11-2015
0
ეს ირონიული სამი წერტილი და მინისტრის ხელფასთან შედარება რაღა უბედურებაა? თქვენ კლუბისკენ ხართ თუ ჩასაფრებული ხართ რამე სკანდალურად წარმოაჩინოთ?
ფეხბურთელს რომ მინისტრზე დიდი ხელფასი უნდა ჰქონდეს (თუ რამის იმედი დაგვრჩა კიდე საქართველოში ამ სპორტის სახეობასტან დაკავშირებით) ეს სიურპრიზია?... იქნებ გადახედოთ საშუალოზე დაბალი დონის ევროპული გუნდების ბიუჯეტს და აღარ წეროთ შემდეგ გადიდებული შუშის თვალებით...
ეს რა დოზანაა მართლა...
irakli apkhaidze
17:28 24-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული