სანაკრებო თემაზე: ისინი ვლადიმირ ვაისისგან შანსს ელიან...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მალე დაასახელებს შემადგენლობას, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სერბეთთან თბილისური მატჩისთვის (24 მარტი) მოემზადება.

არიან ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ გუნდში მოხვედრის შანსს ელიან. ზოგიერთმა უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ნაკრებთან დაკავშირებით, ზოგიც მდუმარე მოლოდინის რეჟიმშია.

ქვემოთ სწორედ ამ უკანასკნელთ შევეხებით...

თავიდანვე უნდა განვმარტოთ, რომ როცა სანაკრებო მოლოდინზე ვწერთ, არ ვგულისხმობთ დუბაის შეკრებას...

გიორგი მაკარიძე, 26 წლის. პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე "მორეირენშეს" ძირითადი მეკარე, რომელსაც კარიერაში გამორჩეული პერიოდი უდგას. ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.
ეროვნულ გუნდში 2007 წელს, კლაუს ტოპმიოლერის დროს სულ რაღაც 18 წლისამ ითამაშა და შოტლანდიასთან თბილისური მატჩის მოგებაში (2:0) დიდი წვლილიც შეიტანა. წლევანდელ სეზონში ერთმანეთს უნაცვლებს ეფექტურ "სეივებსა" და მოგერიებულ 11-მეტრიანებს.

- [ლეგიონი] გიორგი მაკარიძის მორიგი სეივები და "მშრალი" მატჩი პრიმეირაში [VIDEO]

გიორგი მერებაშვილი, 30 წლის. მასაც კარგი სეზონი აქვს პლოცკის "ვისლაში". ეს გუნდი ახლა პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი) მოწინავეთა შორის ვერ არის, მაგრამ ამის მიუხედავად, ქართველი ინდივიდუალურად მაინც მშვენივრად გამოიყურება. ორი კვირის წინათ, ჩემპიონატში მის მიერ გატანილი გოლი ტურში საუკეთესოდ აღიარეს.

- გიორგი მერებაშვილის გოლი ექსტრაკლასას 23-ე ტურის საუკეთესო გოლად დაასახელეს [VIDEO]

მათე ცინცაძე, 22 წლის. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა, მაგრამ ეჭვგარეშეა, მათეს აქვს ამბიცია, ითამაშოს ქვეყნის პირველ გუნდში. მას შემდეგ, რაც შჩეცინის "პოგონში" გადავიდა, სულ ძირითადშია. იქაური პრესა და კლუბის ხელმძღვანელობა ჩვენებურის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

ლუკას ჰუფნაგელი, 23 წლის. მამით გერმანელი და დედით ქართველი საყრდენი ნახევარმცველი, რომელმაც სანაკრებო არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გააკეთა. აქვს ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება. ამჟამად კი "ფრაიბურგიდან" მეორე ბუნდესლიგის "ნიურნბერგშია" განათხოვრებული. ერთადერთი, ვინც მას შანსი მისცა, კახა ცხადაძე იყო. არადა, საქართველოს ნაკრებში ბევრი არ არის ისეთი ფეხბურთელი, მთავარი და მეორე ბუნდესლიგების სტანდარტებს რომ დააკმაყოფილებს.

ბუდუ ზივზივაძე, 22 წლის. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, რომელიც "სამტრედიიდან" დანიურ "ესბიერგში" გადავიდა. საქართველოს ნაკრების თავდასხმაში ჯერაც არის პრობლემები, რომლებიც სასწრაფოდ მოგვარებას საჭიროებს. ზივზივაძეს აქვს გოლის ალღო, აქვს თავდამსხმელისთვის საჭირო ბევრი თვისება.

ბაჩანა არაბული, 23 წლის. არ შეიძლება, თავისი თაობის ერთ-ერთ ლიდერს საქართველოს ნაკრებში მოხვედრის ამბიცია არ ჰქონდეს, მით უმეტეს, ბოლო დროს ძალიან კარგ ფორმაშია. საქართველოს წინა, გარდამავალი ჩემპიონატი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა. აქვს ახალგაზრდულ ასაკში უმაღლეს დონეზე ასპარეზობის გამოცდილება. ეგ არის, მნიშვნელოვანი დრო დაკარგა ესპანეთში, თუმცა ამას შეიძლება ეშველოს.

ელგუჯა ლობჯანიძე, 24 წლის. ძალიან საინტერესო ფეხბურთელი. როცა ქართველი ფორვარდი თამაშობს რუსულ პრემიერლიგაში, ის, გინდა თუ არა, თავისთავად ექცევა სანაკრებო ობიექტივში. სპეციფიკური ფორვარდი, რომელიც ახლახან გადავიდა "ორენბურგში". თუ სწორად გამოიყენებ, გუნდისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლია.

თემურ შონია, 26 წლის. ბათუმის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი. კარგად წარმოაჩინა თავი დუბაის შეკრებაზე. ვაისის რჩეულთა სიაში რომ მოხვდეს, სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს. შუა ხაზში შეუძლია დიდი სამუშაოს შესრულება და არც კრეატიულობა დაეწუნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ვერ ვხვდები რატომ არ აფასებთ საბა ლობჟანიძეს, წინა სეზონში 13 თამაში 12 გოლი გაიტანა, ევროპის საკვალიფიკაციოზე 2 საგოლე პასი მიითვალა, და ნაკრებში დებიუტი გოლით აღნიშნა, და თქვენი აზრით შანსსაც არ იმსახურებს,ტფუიი.
giorgi
10 მარტი 2017 14:04
0
ამათ ყველას ქონდათ შანსი,მაკარიძის და ჰუფნაგელის გარდა.ასე რომ ვაისი თუ ჩათვლის საჭიროდ შეიძლება გამოიძახოს კიდეც რომელიმე მათგანი.
სოსო
10 მარტი 2017 11:21
0
ამათ ყველას ქონდათ შანსი,მაკარიძის და ჰუფნაგელის გარდა.ასე რომ ვაისი თუ ჩათვლის საჭიროდ შეიძლება გამოიძახოს კიდეც რომელიმე მათგანი.
სოსო
10 მარტი 2017 11:21
0
ჯერ ნაკრების ძირითადი ბირთვი რას წარმოადგენს,და ამათ თუ მერაბაშვილს და ამ დანარჩენს დავამატებთ ხომ ავშენდებით.ჯერ ერთი ამათ ყველას ქონდათ ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალება,მაკარიძის გარდა რომელიც აუცილებლად ჭირდება ნაკრებს.ისე ჰუფნაგელიც რომ გაესინჯა ვაისს კარგი იქნებოდა.
თენგო
10 მარტი 2017 11:15
0
ჯერ ნაკრების ძირითადი ბირთვი რას წარმოადგენს,და ამათ თუ მერაბაშვილს და ამ დანარჩენს დავამატებთ ხომ ავშენდებით.ჯერ ერთი ამათ ყველას ქონდათ ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალება,მაკარიძის გარდა რომელიც აუცილებლად ჭირდება ნაკრებს.ისე ჰუფნაგელიც რომ გაესინჯა ვაისს კარგი იქნებოდა.
თენგო
10 მარტი 2017 11:14
0
თითეულ ჩვენთანგანს გვაქვს აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ როცა შეხება ნაკრებს,ეს არის
ქვეყნის პრესტიჟი,დინამო იყო საქართველოს
პრესტიჟი,განა ყიფიანი,დარასელია და სხვა
ფეხბურთელები ,როცა არ იყვნელ მზად თამაშობდნენ რიგით თამაშებში----------- არ
ვარგძელებ. და კიდევ ფეხბურთელი რომელიც ფიქრობს გავიყიდები ------------
მისი ადგილი ნაკრებში არ არის
ნაკრების შედეგზე პასუხმგებელია ფედერაცია.
9999999999999999
09 მარტი 2017 18:51
0
მერაბიშვილი გამოსაძახია ჩემი აზრით,ჯერ ერთი თავდამსმელების დეფიციტია ის კი კარგ ფორმაშია თან თუ არ ვცდები სერბეთში თამაშობდა ერთი პერიოდი და თან საამაოდ კარგ გუნდში(ვოივოდინა მაქვს მხედვ ელობაში)მე ესე მახსოვს
კახა ქირია
09 მარტი 2017 18:30
0
მერებაშვილი საკლუბოზე კი მაგრამ სანაკრებოზე არა მას ქონდა ბევრჯერ შანსი მაგრამ ვერაფერი გააკეთა ასე რომ აჯობებს საკლუბო თამაშს მიხედოს
ოჯახის ახლობელი
09 მარტი 2017 18:16
0
ჰუფნაგელი კარგი ბიჭია მაგრამ იდენი ხანია არ უთამაშია ჯერ არ იმსახურებს შანნსსს
Eric cantona
09 მარტი 2017 17:47
0
ლობჯანიძე იმსახურებს
ნანა
09 მარტი 2017 16:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული