ნიკა კვეკვესკირი: ეს ეროვნული ნაკრებია და აქ შედეგი აუცილებელია!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა დღეს, 27 მარტს, ლატვიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე სასტუმრო "ჰუალინგში" ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 28 მარტს, 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" ლატვიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

"სერბეთთან მორიგი იმედგაცრუება ვნახეთ. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ ფაქტია, შედეგი არ გვაქვს. ეს ეროვნული ნაკრებია და აქ შედეგი, გულშემატკივრის გახარება აუცილებელია!

ლატვიასთან მატჩში თავის გამოჩენის საშუალება ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიეცემა და მათთვის თითოეული სანაკრებო მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია.

ფეხბურთელებმა ვისაუბრეთ და ამ თამაშს, პირველ რიგში, გულშემატკივრის
გამო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. გვინდა, მოვიგოთ და გულშემატკივარი კვლავ ჩვენკენ შემოვატრიალოთ.

თეორიულ მეცადინეობაზე განვიხილეთ ჩვენი ხვალინდელი მეტოქე. ლატვია დისციპლინირებული, დაცვაში კარგად მოთამაშე და კონტრშეტევებზე სახიფათო გუნდია. ვიცით მათი როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეების შესახებ და ვეცდებით, ეს ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

კიდევ ვიმეორებ, რომ მოსაგებად ყველაფერს ვიზამთ", - თქვა კვეკვესკირმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კვეკვე გაბალა არაა შენისტანა ფეხბურტელის ხირსი, ასე გააგრდზელე და ოცნებაც აგიხდება
achi
14:31 28-03-2017
0
ერთადერთი ფეხბურთელი ვისი თამაშიც მომეშონე.სწრაფად გადაქონდა ბურთი შეტევაში
გიგლა
11:15 28-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული