ნიკა კვეკვესკირი: ცოტას თუ ემახსოვრება, ბოლოს ზედიზედ როდის მოვიგეთ...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 5 ივნისს, სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენცია გამართა.

- ვლადიმირ ვაისი: უკვე მერამდენედ ვამბობ, რომ...

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 7 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, 11-ში კი მსოფლიოს  ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს - მოლდოვის წინააღმდეგ.

პრესკონფერენციას ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირიც დაესწრო.

"ჩვენი ნაკრების ისტორიიდან გამომდინარე, ცოტას ემახსოვრება, ბოლოს როდის გადავაბით ერთმანეთს რამდენიმე გამარჯვება. ამიტომ ვფიქრობ, წინ მნიშვნელოვანი ორი მატჩი გველის.

ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ვართ, ამიტომ
გვინდა, მოვიგოთ და გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოგვიყალიბდეს.

მთავარი ჩვენთვის მოლდოვასთან გამარჯვებაა, მაგრამ ყველა ფეხბურთელისთვის ნაკრების მაისურით ჩატარებული ყოველი შეხვედრა დიდი მნიშვნელობისაა. მჯერა, რომ ორივე მატჩს მოვიგებთ!

მოლდოვას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მათზე გაცილებით ძლიერ ნაკრებებს ვეთამაშეთ ლამაზი, შემტევი ფეხბურთი და ახლა იქ მხოლოდ მოსაგებად ჩავალთ. გვინდა, დავამტკიცოთ, რომ თბილისში მათთან ჩატარებული მეორე ტაიმი მხოლოდ უიღბლობა იყო და პირველი გამარჯვება სწორედ იქ ვიზეიმოთ", - თქვა კვეკვესკირმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოგებაცაა და მოგებაც. სენტ კიტსს აგერ მე და ჩემი უბნელები მოვუგებთ 7 : 0–ს.

როცა ნაკრები თამაშობს გუნდი უნდა იგრძნობოდეს, კომბინაციური, სისტემური, დალაგებული თამაში. და არა 90 წუთში 3–ჯერ შემთხვევით შექმნილი მომენტი ისიც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე.
ირაკლი
09:21 06-06-2017
0
ორივეს იგებენ, თან კიდევ მიაყოლებენ რამოდენიმეს.
merab1970
07:55 06-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული