- ვლადიმირ ვაისი: უკვე მერამდენედ ვამბობ, რომ...
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 7 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, 11-ში კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს - მოლდოვის წინააღმდეგ.
პრესკონფერენციას ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირიც დაესწრო.
"ჩვენი ნაკრების ისტორიიდან გამომდინარე, ცოტას ემახსოვრება, ბოლოს როდის გადავაბით ერთმანეთს რამდენიმე გამარჯვება. ამიტომ ვფიქრობ, წინ მნიშვნელოვანი ორი მატჩი გველის.
ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ვართ, ამიტომ
მთავარი ჩვენთვის მოლდოვასთან გამარჯვებაა, მაგრამ ყველა ფეხბურთელისთვის ნაკრების მაისურით ჩატარებული ყოველი შეხვედრა დიდი მნიშვნელობისაა. მჯერა, რომ ორივე მატჩს მოვიგებთ!
მოლდოვას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მათზე გაცილებით ძლიერ ნაკრებებს ვეთამაშეთ ლამაზი, შემტევი ფეხბურთი და ახლა იქ მხოლოდ მოსაგებად ჩავალთ. გვინდა, დავამტკიცოთ, რომ თბილისში მათთან ჩატარებული მეორე ტაიმი მხოლოდ უიღბლობა იყო და პირველი გამარჯვება სწორედ იქ ვიზეიმოთ", - თქვა კვეკვესკირმა.