ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ლოგიკური იყო იმის მოლოდინი, რომ საქართველოს ნაკრებს მინსკში უფრო გაუჭირდებოდა, ვიდრე ჰელსინკიში, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც გვქონდა იმის იმედი, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ბელორუსთან სტუმრადაც იგივე შედეგისთვის იბრძოლებდა, რასაც მასთან დაპირისპირებაში შინ მიაღწია.

სამწუხაროდ, კოვზი ნაცარში ჩაგვივარდა და საქართველოს ნაკრები ამჯერად ბელორუსის მჯობნი კი არა, მისი ტოლ-სწორიც ვერ აღმოჩნდა. ძნელია იმის აღიარება, რომ შენი გუნდი პირწმინდად დამარცხდა, მაგრამ 16 ოქტომბერს საქმე სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდა.

წლის ბოლო ოფიციალური მატჩი თემურ ქეცბაიას გუნდმა უსუსურად, ყველა ასპექტში გაუმართავად ითამაშა და ეპიზოდურადაც კი
ვერ გვაჩვენა ის ფეხბურთი, რამაც უკეთესი მომავლის იმედი შეიძლება გაგვიჩინოს.

ითქვა, რომ მუნდიალის შესარჩევი ტურნირი ჩვენმა ნაკრებმა მომდევნო ციკლისთვის მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს, მაგრამ რა ვქნათ, რომ საქართველოს ნაკრების თამაშში პროგრესის ნიშნები არ ჩანს?

საქართველოს დღევანდელი ნაკრები აღარავისთან მარცხდება კატასტროფული სხვაობით, მაგრამ როცა ქულების დაგროვება მართებს, არც თავად შეუძლია სადავეების ხელში აღება და საკუთარი თამაშის მეტოქისთვის თავს მოხვევა.

როცა არSportall.Ge შეგიძლია, ფინეთისა და ბელორუსის დონის მოწინააღმდეგეებთან თუნდაც სტუმრად ამაზე მეტი გააკეთო, წარმოუდგენელია, როგორ უნდა მოხვდე 24-გუნდიან ევროპის ჩემპიონატზე.

იქ თამაშს ხომ ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილის დაკავება სჭირდება. ასეთი შედეგისთვის კი საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ორჯერ, ისიც არცთუ ახლო წარსულში მიუღწევია. ფინალურ ეტაპზე კი მხოლოდ შინ წარმატებული ასპარეზობით ვერ გახვალ.

საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი ასპარეზობა არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენი გუნდის თამაშის დინამიკა უკეთესობისკენ მიდის.

ნათელია, რომ ფაქტობრივად, არ შეგვიძლია "პირველ ნომრად" თამაში, მაშინაც კი, როცა მოედანზე განვითარებული მოვლენები სხვა გზას არ გვიტოვებს. გაუგებარია, რა გზას ადგას საქართველოს ნაკრები, რომელსაც ბრძოლა ნამდვილად შეუძლია, მეტზე კი რა მოგახსენოთ...

მხოლოდ ბრძოლისუნარიანობით კი დღეს ვერავის გააკვირვებ. ეს თვისება არც უსახელო ევროპულ ნაკრებებს აკლიათ და ისინი არასდროს აცხადებენ დიდ საფეხბურთო ტურნირებზე თამაშის ამბიციას.

უმჯობესია, ილუზიებში არც ქართველი გულშემატკივრები იყვნენ და შეეგუონ იმას, რომ უახლოესი წლები ქართული ფეხბურთის საფუძვლის განმტკიცებას უნდა მოხმარდეს და შესაბამისად, ღირს იმაზე მსჯელობა და დაფიქრება, სჭირდება თუ არა შვიდნიშნა ხელფასის მქონე თავკაცი საქართველოს ნაკრებს, რომელიც დღეს საშუალოზე დაბალი დონის გუნდია და წინსვლის იმედს ვერ გვაძლევს.

* * *
ამ მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი ყველამ ვიხილეთ და შეხვედრის დეტალური განხილვით თავს აღარ შეგაწყენთ.

ფაქტია, რომ მასპინძლებმა აბსოლუტურად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს და უფრო სოლიდური სხვაობით მოგებაც შეეძლოთ. სტუმრებმა კი მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ორიოდე ნახევრად მომენტით დაგვამახსოვრეს თავი.

ბელორSportall.Geუსმა საქართველო გუნდური თამაშითაც დაჯაბნა და ცალკეული მოთამაშეების საშემსრულებლო ოსტატობითაც.

საშინელებაა, ქართველს ბელორუსების კომბინაციური ფეხბურთისა რომ შეგშურდება, მაგრამ ფაქტია, მასპინძლებმა სტუმრები ამ კომპონენტშიც გვარიანად დაჯაბნეს.

ნუ მოვიტყუებთ თავს და ნუ ვიტყვით, რომ სწრაფმა გოლმა გაგვტეხა და ზურაბ ხიზანიშვილს მეტოქისთვის ბურთი რომ არ ჩაებარებინა, მოვლენები სხვაგვარად წარიმართებოდა. ასეთ უპატიებელ შეცდომას, როგორც წესი, ის გუნდი უშვებს, რომელიც მოედანზე მეტოქეზე უარესია.

აქამდე თუ თამამად შეგვეძლო იმის თქმა, საქართველოს ნაკრების კოზირი დაცვაში დამაჯერებელი თამაშიაო, 16 ოქტომბრის თამაშმა ამის საშუალებაც მოგვისპო.

მეორე გოლიც უკანა ხაზის კისერზეა. პირველი გოლის ავტორი რენან ბრესანი ამჯერად ასისტენტად მოგვევლინა და მის მიერ მოწოდებულ ჯარიმას სტანისლავ დრაგუნმა თავი ისე შეაგება, ქართველმა მცველებმა ხელი ოდნავადაც ვერ შეუშალეს.

ქართველები პირველი ტაიმის ბოლოსღა გამოცოცხლდნენ - თორნიკე ოქრიაშვილმა მართლაც ჩინებული სოლორეიდი საგოლე დარტყმით ვერ დააგვირგვინა, დავით თარგამაძემ კი ჯარიმითა და კუთხურით სცადა გატანა, მაგრამ ბელორუსთა მეკარე სერგეი ვერემკო ბურთს ორივე შემთხვევაში ადგილზე დახვდა.

გაუგებარია, რა უნდოდა დავით დევდარიანს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ნომინალური ცენტრფორვარდის გარეშე ჩაატარა.

ქართულმა შეცვლებმა მოედანზე საჩვენოდ ვერაფერი შეცვალა, ორი ბურთით ჩამორჩენილი გუნდი კი ნებსით თუ უნებლიეთ, "მეორე ნომრად" თამაშს განაგრძობდა.

მესამე ბელორუსული გოლის გატანა ორჯერ შეეძლო ვიტალი როდიონოვს, რომელსაც ჯერ ნუკრი რევიშვილმა აჯობა, შემდეგ კი მასპინძელთა ფორვარდის ძლიერი დარტყმა ძელმა აისხლიტა.

Sportall.Geბოლო წუთზე გაჩაღებულმა ორმხრივმა გაწევ-გამოწევამ სამი ფეხბურთელი "გააყვითლა" და მსაჯის საფინალო სასტვენიც მალევე გაისმა.

22 მარტს საქართველო საფრანგეთს სტუმრობს, მანამდე კი ჩვენს ეროვნულ გუნდს ოფიციალური მატჩი არ ელის.

ქართველი გულშემატკივარი გუშინდელმა დღემ საბოლოოდ გამოიყვანა ილუზიათა ტყვეობიდან და ეს ერთადერთი დადებითია, რაც ამ შეხვედრამ მოიტანა.

საქართველოს ნაკრები ერთ ადგილს ტკეპნის - ცხელ გულზე ამის თქმა შეიძლება, ცივი გონებით კი იმ გამოსავალის პოვნაზე უნდა ვიმსჯელოთ, რაც ქართულ ფეხბურთს ათწლეულებია, ვერ უპოვია...

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი. IV ტური
16.10. მინსკი. დინამო არენა. 15 000 მაყურებელი
ბელორუსი-საქართველო 2:0 (იხილეთ ვიდეო)
1:0 ბრესანი (6), 2:0 დრაგუნი (28)

ბელო
რუსი საქართველო
4-2-3-1 4-2-3-1
ვერემკო რევიშვილი
ბორდაჩოვი კაშია
ვერხოვცოვი ხიზანიშვილი
ტიგორევი ამისულაშვილი
პოლიაკოვი გრიგალავა
პავლოვი დაუშვილი
დრაგუნი კანკავა
ფილიპენკო თარგამაძე
გლები კობახიძე
ბრესანი ოქრიაშვილი
როდიონოვი დევდარიანი

მწვრთნელი მწვრთნელი
გ. კონდრატიევი თ. ქეცბაია

ბელორუსი
83. პავლოვი - კისლიაკი
85. ბრესანი - ვოლოდკო
90. როდიონოვი - ჩუხეი
სათადარიგოები: ომელჩენკო, გუტორი, მარტინოვიჩი, შიტოვი, ტრუბილო, პლასკონნი, ალექსევიჩი, ბალანოვიჩი

საქართველო
46. დევდარიანი - მჭედლიძე
49. ოქრიაშვილი - ანანიძე
75. თარგამაძე - ყენია
სათადარიგოები: კვასხვაძე, მიგინეიშვილი, ლობჟანიძე, ხუბუტია, თომაშვილი, ფოფხაძე, გურული, ძალამიძე, სირბილაძე

გაფრთხილება: თარგამაძე (35), ტიგორევი (43), პოლიაკოვი (45), ხიზანიშვილი (51), კანკავა (68), ბორდაჩოვი (73), გლები (90), მჭედლიძე (90), გრიგალავა (90)

არბიტრი: რ. შიორგენჰოფერი (ავსტრია)

I ჯგუფი
გუნდი
1 ესპანეთი 3 2 1 0 6-1 7
2 საფრანგეთი 3 2 1 0 5-2 7
3 საქართველო 4 1 1 2 2-4 4
4 ბელარუსი 4 1 0 3 3-8 3
5 ფინეთი 2 0 1 1 1-2 1

2013 წელი
22 მარტი
ესპანეთი-ფინეთი
საფრანგეთი-საქართველო

26 მარტი
საფრანგეთი-ესპანეთი

7 ივნისი
ფინეთი-ბელარუსი

11 ივნისი
ბელარუსი-ფინეთი

6 სექტემბერი
ფინეთი-ესპანეთი
საქართველო-საფრანგეთი

10 სექტემბერი
ბელარუსი-საფრანგეთი
საქართველო-ფინეთი

11 ოქტომბერი
ესპანეთი-ბელარუსი

15 ოქტომბერი
ესპანეთი-საქართველო
საფრანგეთი-ფინეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: დაცვაში დაშვებული ბავშვური შეცდომებით უკმაყოფილო ვარ
თორნიკე ოქრიაშვილი: მატჩის შემდეგ ქეცბაიამ გვითხრა, რომ ცხვირები არ ჩამოგვეშვა

ესპანეთი-საფრანგეთი 1:1 - სამართლიანობა ბოლო წამზე აღდგა
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩვენ ქართველებს ყოველთვის იმაზე მეტი წარმოდგენა გვაქვს ჩვენს თავზე ვიდრე ვართ არარიალურ სამყაროში ვცხოვრობთ რომ ყველაზე მაგრები ვართ და ამიტო ვბრაზდებით როგორ გვაჯობა ესპანეთმა,ბელორუსიამ ან სხვა ვინმემ?ჩვენ ხომ ყველაზე მაგრები ვართ? სამწუხაროდ ეგრე არ არის და ამას რომ გავაცნობიერებთ მაშინ მართლა მაგრები ვიქნებით.
აღარც ქეცბაია მოგვწონს ვინ მოგვწონებია რო? ფეღბურთელებშია უფრო მეტი პრობლემა ვიდრე მწვრთნელში.
jaba
10:35 18-10-2012
0
დავიჯერო მწვრთნელი იმას ვერ ამჩნევს რაც აშკარად ჩანს,რომ ჩვენები დაცვაში აბსოლიტურად უმოქმედოდ არიან მარტო პოზიციებზე დგანან და საერთოდ არ ფიქრობენ რომ მოწინააღბდეგები ამოკეტონ და კიდევ აზრიანი თამაში უჭირთ როცა უკეთესია პასი მისცენ მაშინ ურტყამენ კარში.
jemo
16:18 17-10-2012
0

სიახლეები პოპულარული