თემურ ქეცბაია: ბიჭების თამაშით ამაყი ვარ

AutoSharing Option
15 ოქტომბერს ალბასეტეში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩი გამართა, ესპანეთთან 0:2 დამარცხდა და I ჯგუფი 5 ქულით ბოლოსწინა, მე-4 ადგილზე დაასრულა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა:

"ჩვენ ძალიან ბევრი გვიკლია მეტოქესთან, მაგრამ ამის მიუხედავად, მე დღეს ამაყი ვარ იმ სათამაშო დონით, რაც ჩემმა ფეხბურთელებმა აჩვენეს.

არადა, ჩვენ არ ვიყავით ოპტიმალური შემადგენლობით და ვეთამაშებოდით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს.

ესპანეთის ნაკრები ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს. მას ჰყავს მსოფლიო დონის ვარსკვლავები.

რა თქმა უნდა,
100%-იან გარანტიას ვერ მოგცემთ, მაგრამ ესპანეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების კარგი შანსი აქვს"
.

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-საქართველო 2:0 - დაპატენტებული სტრატეგია [VIDEO]
ვისენტე დელ ბოსკე: საქართველოს ნაკრები უხერხული მეტოქე იყო
მკითხველის კომენტარები / 24 /
ეხლა ეს კაცი ნორმალურია? რითი ამაყობს, ჩასვრილების გუნდი რომ შექმნა? მოთამაშეებს ბურთის მიღების ეშინიათ? თითქოს კეთროვანების ნაქონი იყოს, 6:3 რომ წაეგოთ მერჩივნა, ამ ნაკრებს არაფერი ეშველება, მენტალობით დამარცხებულების გუნდია და ლიდერი არ ყავს....ორი პასის მერე არ იციან რა ჰქნან...პაზორია!
gremi
17 ოქტომბერი 2013 12:30
0
ხალხო შევაგროვოთ ფული,უვარგისი ფეხბურთის ფედერაციის მიღმა,შევეხვეწოთ ჯერ ჯერობით საქართველოს 1 ლედის მოგვათაფლიმოს გუს ჰიდინგი,სანამ кремлёвская ბაურჯანაძე და риарушка მარგველაშვილი არ მოგვჯდომია კისრებზე და ერთ წლით მაინც,მოვიწვიოთ ეროვნული ნაკრების მწვრთნელად და დავანახოთ ორიციკლის ჩამგდებ,კატენაჩიოს მოტრფიალე რ თემურასმწვრთნელი არარაობაა,რა შეუძლია ქართულ ფეხბურთს,საქმის მცოდნე კაცის ხელში
Rooterdami-Niderlandebidan
17 ოქტომბერი 2013 09:57
0
ნეტა ქეცბაია თუ კითხულობს მის მიმართ გამოთქმულ აზრებს?...უნამუსო რომ არის ცხადია, მაგრამ მისი გადაყენების გადამწყვეტი ხალხი ორჯერ უნამუსოა, ამდენს რომ გვტანჯავს... დროზე მოაშორეთ ეს კიბო ქართულ ფეხბურთს, თორემ თქვენი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება ადრე თუ გვიან იცოდეთ...ამდენის ატანა შეუძლებელია!
murtalo
16 ოქტომბერი 2013 22:27
0
ნამუსიც კაი საქონელია
ლუხუტა
16 ოქტომბერი 2013 19:09
0
თუ ამაყი იყო წყლის ბოთლს რას ერჩოდა
etlia
16 ოქტომბერი 2013 18:34
0
ქეცბაია მაგარი ხარ!!! ყოველთვის მჯეროდა შენი და ეხლაც მჯერა!!!
Dimitri
16 ოქტომბერი 2013 18:32
0
ნამუსი გაქვს?
წადი რა სხვა რამით იამაყე ძმაო, არ გამოგდის ეს საქმე და შეეშვი რა.
uuhh
16 ოქტომბერი 2013 17:43
0
ამას როდემდე ავიტანთ ნეტავ?
*** ამას?
kai bichi
16 ოქტომბერი 2013 17:41
0
წადი რა ძმაო!
არაა მწვრთნელობა შენი საქმე, გაიგე რა.
წადი რა და სხვა რამით იამაყე. დაგვანებე რა თავი. ლაპარაკი არ იცი შე კაი კაცო წესიერად და ფეხბურთელს რა უნდა აუხსნა და ასწავლო.
ნამუსი არ გაქვს? წადი რა.
uuhh
16 ოქტომბერი 2013 17:39
0
კურდღლებივით თამაშობდნენ !!! როგორც თითქმის ყოველთვის...ბურთის ტარების და ბურთის მიღების ე შ ი ნ ო დ ა თ...უკან პასებით ნერვები დაგვიგლიჯენ...კარგი რა...ქართველი ერის ღირსების შეურაცმყოფელები ხართ!!!

სისხლი,ჯიგრიანი თამაში,მუდამ პრესინგი...ფსიქოლოგიურად დაჯაბნის მცდელობები კლასით მაღალი გუნდის მიმართ...არანაირი...ან რეგბისტების სისხლი გადაუსხით...ან შეწყვიტეთ ყველაფერი ...დავიღალეთ !!!
glaxuna
16 ოქტომბერი 2013 16:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული