ფიქრები ნაკრებზე: მუ­ხის ფუ­ღუ­რო­ში

AutoSharing Option
წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ფრან­გი მარ­ტენ პა­ჟი ამ­ბობს, რომ ზე­და­პი­რუ­ლი, შეზღუ­დუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი და თავ­გა­მო­დე­ბუ­ლე­ბი, ყვე­ლა­ფერ­ში ერთ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ეძე­ბენ - სურთ, შე­იც­ნონ ცხოვ­რე­ბის არ­სი და გა­ზო­მონ უსას­რუ­ლო­ბა. მუ­ჭით იღე­ბენ ქვი­შას და ოკე­ა­ნეს ეუბ­ნე­ბი­ან - მინ­და დავ­თ­ვა­ლო აურაცხე­ლი ქვი­შა შენს სა­ნა­პი­რო­ზეო...

...და რა­ნი ვართ ჩვენს ფეხ­ბურ­თ­ში ავად თუ კარ­გად მო­საქ­მე ხალ­ხი? სპექ­ტ­რი ფარ­თოა, თუმ­ცა მეტ­წი­ლად, სა­სა­ზე თუ კა­ლამ­ზე სენ­სორ-ცენ­ზო­რე­ბი (არ ვპლა­გი­ა­ტობ, სხვი­სი რით­მაა) გვი­ყე­ნია. ამის კი­დევ ერ­თი დას­ტუ­რია ის გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბა, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის გარ­შე­მოა შექ­მ­ნი­ლი.

არ გვაქვს მკა­ფიო პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე
- სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია აპი­რებს თუ არა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბას ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნელ თე­მურ ქეც­ბა­ი­ას­თან. თუ აპი­რებს - რა­ტომ და თუ არ აპი­რებს, რის­თ­ვის­ღა გაჰ­ყავს დრო?

ქეც­ბა­ი­ას კონ­ტ­რაქ­ტი აქვს ფე­დე­რა­ცი­ას­თან. მის ხელ­ფასს სა­ხელ­მ­წი­ფო იხ­დის. ისე გა­მო­ვი­და, რომ ქეც­ბაია ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლად წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­ქი­რა­ვა - ამ ლა­ბი­რინ­თ­ზე ბევ­რ­ჯერ ით­ქ­ვა და და­ი­წე­რა, ოღონ­დაც ეს არ კმა­რა, გა­მო­სა­ვა­ლია მო­სა­ძებ­ნი.

მე არ ვი­ცი სხვა ქვე­ყა­ნა, სა­დაც სა­ხელ­მ­წი­ფო უხ­დის ჯა­მა­გირს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მწვრთნელს. შე­იძ­ლე­ბა, სხვა­გა­ნაც ხდე­ბა ასე, მაგ­რამ ეს მარ­ტი­ვი და მა­ხინ­ჯი სქე­მაა, საქ­მის ასეთ­ნა­ი­რად გა­ი­ო­ლე­ბას კარ­გი რომ არა­ფე­რი მო­აქვს, ეს ამ ლა­ბირ­ინ­თი­და­ნაც ჩანს.

ახ­ლან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას შან­სი ეძ­ლე­ვა, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­დაწყ­ვი­ტოს ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის სა­კითხი, ოღონდ ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ფუ­ლი სჭირ­დე­ბა.

არ არის იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლის ხელ­ფა­სი ან კონ­ტ­რაქ­ტის კომ­პენ­სა­ცია გა­და­ვი­ხა­დოთ - ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის­გან ასე­თი რამ არ მოგ­ვის­მე­ნია. არა­და, ეს გა­მოწ­ვე­ვაა - რო­დემ­დე უნ­და იყოს ფე­დე­რა­ცია სა­ხელ­მ­წი­ფოს შემ­ყუ­რე?

წლე­ბი გა­დის, ბავ­შ­ვო­ბა მთავ­რ­დე­ბა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბაა სა­ჭი­რო. შე­საძ­ლოა, გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო­ბის ბრა­ლი იყო, თუმ­ცა გულ­წ­რ­ფე­ლად მჯე­რო­და, რომ ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია მა­ლე მო­ა­ხერ­ხებ­და იმ­დე­ნი ფუ­ლის შოვ­ნას, რომ ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ზე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ე­ღო.

კარ­გია, სა­ხელ­მ­წი­ფო რომ ეხ­მა­რე­ბა ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას, ოღონ­დაც ამან დათ­ვუ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­ხე თუ მი­ი­ღო, სა­ხელ­მ­წი­ფოს დო­ტა­ცი­აც ფუ­ჭად დარ­ჩე­ბა.

ამ ეტაპ­ზე ფე­დე­რა­ცია, ალ­ბათ, იმის დამ­ტ­კი­ცე­ბას ელის, თუ რა ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა ექ­ნე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან მო­მა­ვა­ლი წლის­თ­ვის. ამის შემ­დეგ კი და­იწყებს მოქ­მე­დე­ბას - დაჯ­დე­ბა ქეც­ბა­ი­ას­თან მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად და ყვე­ლა შე­საძ­ლო ვა­რი­ანტს გა­ნი­ხი­ლავს.

მა­ნამ­დე კი ყვე­ლას სძი­ნავს, რო­გორც ბავ­შ­ვებს - ჯა­დოს­ნუ­რი ტყის შუ­ა­გულ­ში მდგარ მუ­ხის ფუ­ღუ­რო­ში...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 12 /
XXI საუკუნეში ასე როგორც საქართველოში აღარ თამაშობენ.
შავიზღვისპირელი
13:48 21-12-2013
0
რა ტვინი შეჭამეთ თქვე უმეცრებო, ქეცბაიაზე უკეთეს ვის მოიყვანთ, თუ ამ ძალით კაი ბიჭი ფეხბურთელების ჭკუაზე უნდა იაროთ-იყიდეს მანქანები და თავი კიტრებად მოაქვთ. ან ხიზანიშვილის ფეხბურთი ვის გინახიათ ან ამისულაშვილი ვინ ჯანდაბაა ბურთი ვერ გაუჩერებიათ, პასი ვერ მიუციათ და ამათ უნდა ჰქონდეთ ამბიციები? ქეცბაიამ რა ქნას გოლის გამტანი კი არა ჯიგრიანი ფეხბურთელი, რომელიც ბოლომდე იხარჯება თამაშისას მითხარით რომელია. ეს ჟურნალისტი თავართქილაძე კი საერთოდ გარტყმაში არ ყოფილა თუ რა პრობლემები აქვს დღეს ქრთულ ფეხბურთს, წადი ბიჭო დისტრიბუტორად, რა შენი საქმეა ფეხბურთის ანალიზი
shooter
11:11 21-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული