"ძალიან რთული მატჩები გველის ამ მოკლე პერიოდში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა გამოძახებული ფეხბურთელი კარგ ფორმაში იყოს, რადგან შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ ირლანდიასთან შევძლოთ კორექტივების შეტანა.
ორივე გუნდს, შოტლანდიასაც და ირლანდიასაც, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, აქვს შანსი, ჯგუფიდან გავიდეს და დიდი მოტივაცია ექნება. ჩვენი კოზირი შოტლანდიასთან ის იქნება, რომ შინ ვთამაშობთ საკუთარი ქომაგის წინაშე. დიდი ხანია, ნაკრებს არ მოუგია და ეს არის ჩვენი მოტივაცია.
ეს
ჩვენ კვალიფიციური მეკარეები გვყავს, რომლებსაც აქვთ პრაქტიკა. სიმართლე გითხრათ, გადაწყვეტილი მაქვს, ვინ იქნება კარში ხვალ, მაგრამ ამას ჯერ არ ვიტყვი.
ძალიან ბევრი ვიმუშავეთ პოზიციურ თამაშზე და ამ საკითხში პროგრესი გვაქვს.
შოტლანდია კომბინაციურ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს. ისინი საკმაოდ კარგ, სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებენ და საკუთარ სტილს არ ცვლიან.
პოლონეთში ძალიან ცუდი რამ მოხდა. ყველა მატჩს ვაანალიზებთ და ვცდილობთ, დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ. ფუნქციონალურად ფეხბურთელებს ვერ მოვამზადებთ. საამისოდ მათ თავიანთ კლუბებში უნდა ითამაშონ და პრაქტიკა მიიღონ.
პოლონეთთან მატჩის მიწურულს გადავიღალეთ და ფსიქოლოგიურად გავტყდით, მაგრამ ასეთ შეცდომებს აღარ დავუშვებთ", - თქვა ცხადაძემ.
პრესკონფერენციაზე კომენტარი მომავალი მატჩის შესახებ ზურა ხიზანიშვილმაც გააკეთა.
"ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ მწვრთნელი მენდო და გამომიძახა. ნაკრებში თამაში ჩემთვის ყველაფერია.
ასევე განსაკუთრებულია ის ფაქტი, რომ ხვალ შოტლანდიის წინააღმდეგ ვითამაშებთ. შოტლანდიაში კარგი პერიოდი მაქვს გატარებული. იმედია, ხვალ ორივე გუნდი კარგ თამაშს ანახებს", - თქვა ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის მატჩი "დინამო არენაზე" 4 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.