კახა ცხადაძე ყაზახეთში 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
ყაზახური "ქაირათის" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე "უხამსი ჟესტებისთვის" 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის საკონტროლო-სადისციპლინო სხდომამ.

მაყურებლის წინაშე პროვოკაციული ქმედებისთვის იგი 300 ათასი ტენგეთიც დააჯარიმეს.

ინციდენტი "აკჟაიკისა" და "ქაირათის" მატჩის დროს მოხდა. 87-ე წუთზე სტუმართა ქართველმა მწვრთნელმა გულშემატკივრებს უხამსი ჟესტები აჩვენა.

სხდომამ დაადგინა, რომ ცხადაძის საქციელს შეეძლო გამოეწვია არეულობები ტრიბუნებზე და მატჩის შემდგომ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რამდენადაც ცხადაძის ხასიათს ვიცნობ,დამწყები ის არ იქნებოდა.
სოსო
22:18 19-07-2017
0
დიდ პატივს გცემ! დაწერილის ნაკლებად მჯერა, მაგრამ გული დამწყდა. იმედით ვარ,-- მალე ისევ ______საქმით გამახარებ.
ჯონდო
21:12 19-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული