ლეგიონი ევროპის ლიგაზე: აქაც კრახი!

AutoSharing Option
20 ივლისს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა.

სამწუხაროდ, ეს შეხვედრები წარუმატებელი გამოდგა იმ გუნდებისთვის, რომელთაც ვგულშემატკივრობთ ქართველი ფეხბურთელებისა თუ მწვრთნელების გამო.

აგერ, კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ქაირათმა" პირველ საშინაო შეხვედრაში ფრედ (1:1) რომ ითამაშა ალბანურ "შკენდერბეუსთან", საპასუხო მატჩი, ყველასთვის მოულოდნელად, 0:2 დათმო და ასპარეზობას გამოეთიშა.

ზაურ სვანაძის დამოძღვრილმა ბაქოს "ინტერმა" პირველ შეხვედრაში შინ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა ლუქსემბურგული "ფოლა", რაც საკმარისი არ აღმოჩნდა შემდგომი ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად. ლუქსემბურგში მასპინძლებმა 4:1 მოიგეს.

თამაზ პერტიას "ლიეპაიამ" სტუმრად 1:0 მოუგო ლიტვურ "სუდუვას",
თუმცა ამ შედეგმა ქართველის გუნდს საბოლოო წარმატება ვერ მოუტანა, რადგან პირველი მატჩი შინ 0:2 ჰქონდა წაგებული. ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ერისთავი, ვინც 74-ე წუთზე შეცვალეს.

სლოვაკური "ტრენჩინი" გასვლაზე 0:2 დამარცხდა ებრაულ "ბნეი იეჰუდასთან" და ევროპალიგის მიღმა დარჩა, რადგან პირველი შეხვედრა 1:1 მორჩა. სლოვაკურ კლუბში 88 წუთი ითამაშა გიორგი ბერიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ხომ ვთქვი ამ სოფლის გუნდ ტრენჩინს ნებისმიერი გუნდი გამოაგდებს მეთქი.. ა, ბატონო..
პ.ს. ალბათმა და ლუქსემბურგმა ისწავლა ფეხბურთის თამაში..
ქუთაისელი
10:27 21-07-2017
0
ლუქსემბურგულმა ფეხბურთმაც ჩაგვიქროლა ქორივით
llcl
10:30 21-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული