ქართველი ნახევარმცველი ეროვნული ლიგიდან ყაზახეთში გადავიდა

AutoSharing Option
26 წლის ნახევარმცველი ზაზა ციცქიშვილი კარიერას ყაზახეთის "აქტობეში" განაგრძობს - ამის შესახებ "თელავის" ოფიციალური გვერდი იუწყება.

ნახევარმცველს "რუსთავსა" და ქუთაისის "ტორპედოშიც" უთამაშია და ეროვნული ლიგის მასშტაბით 14 გოლის ავტორია.

"აქტობე", რომელიც ევროტურნირებზე ხშირად მონაწილეობდა, ბოლო პერიოდში ნაკლებად სტაბილურია, გასული სეზონი კი მე-10 ადგილზე დაასრულა. ყაზახეთის ჩემპიონატის ახალი გათამაშება სტარტს 11 ივლისს აიღებს.

"თელავი" აქამდე რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა - კაპიტანი ილია ბერიაშვილი "როტორში" გადავიდა, რევაზ ინჯგია "აპოლონში", ვუგარ ბაებალაევი აზერბაიჯანში დაბრუნდა, ხოლო  მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი ჯერჯერობით უკლუბოდაა. კახური გუნდი ეროვნულ ლიგაში
ბოლოსწინა, მე-9 ადგილს იკავებს.

altბოჟოვიჩი: რევაზ ინჯგია საინტერესო ფეხბურთელია - კიდევ დავაკვირდებით

alt"თელავის" ფრე სამგურალთან" - "საბურთალოს" მოგება "ტორპედოსთან"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული