მაგრამ, სამწუხაროდ, მოლოდინი კვლავ გაგვიცრუვდა.
ჩემპიონთა ლიგაზე პორტუგალიურ "ბენფიკასთან" გასვლით დაპირისპირებაში "სპარტაკის" ესპანელმა თავკაცმა უნაი ემერიმ ქართველი ნახევარმცველისთვის მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე გაიმეტა ადგილი და იგი მატჩში 62-ე წუთზე ჩართო.
ამ დროს პორტუგალიელები უკვე დაწინაურებულები იყვნენ, მალე მეორე გოლიც გაიტანეს და შეხვედრის ბედი სათავისოდ გადაწყვიტეს. მეორე ტაიმში "სპარტაკი"
რაც შეეხება ჯანოს, მან მოსკოველთა თამაში აშკარად გაამწვავა და ანგარიშის შემცირებაც შეეძლო - მისი დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა.
ანანიძემ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი ჩაატარა. პირველად მან სწორედ "ბენფიკას" წინააღმდეგ ითამაშა, როცა მოსკოვში სასტარტო შემადგენლობაში გაამწესეს.
მის გუნდს კი საქმე არცთუ სახარბიელოდ აქვს - "სპარტაკს" ჯერ კიდევ დარჩა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლის შანსი, მაგრამ უფრო რეალურად მისთვის ევროპის ლიგაზე გამსვლელი მესამე საგზურისთვის ბრძოლა მოჩანს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]
უნაი ემერი: ჯანო ანანიძე კარგ ფორმაშია
ჯანო ანანიძე: როდესაც ძირითადში ხშირად ვითამაშებ, ჟურნალისტთა კითხვებს პასუხს მაშინ გავცემ
ჯანო ანანიძის გოლი რუსეთში საუკეთესოდ აღიარეს [VIDEO]
საფეხბურთო რუსეთმა ჯანო ანანიძე აირჩია - ქართველი ტურის რჩეულია!
"იმედია, ჯანო ანანიძე "ბენფიკასთან" პირველივე წუთებიდან ითამაშებს"
ჯანო ანანიძეს მოსკოვის "სპარტაკში" ფსიქოლოგიურად წნეხავენ?!