ეს ამბავი 21 ნოემბერს შევიტყვეთ: მამუკას ვლადიკავკაზში ელიან და მასთან საბოლოო შეთანხმებისთვის მოლაპარაკება გუნდის პრეზიდენტს, ვალერი გაზაევს სურს.
სხვათა შორის, "ალანიას" მთავარი მწვრთნელი მისი შვილი, ვლადიმერ გაზაევი იყო, მაგრამ ახლახან მამა-გაზაევმა შვილი ცუდი შედეგებისთვის მოხსნა და ეს პოსტი პრეზიდენტობასთან ერთად შეითავსა.
ნოემბრის დასაწყისში "ლელო" რუსული ინტერნეტ-გამოცემა "სპორტლაიფის" ცნობაზე დაყრდნობით წერდა, რომ ღონღაძე 18 გოლით ლატვიის ვირსლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და გუნდის დატოვება გადაწყვიტა. "სპორტლაიფის" ინფორმაციით, ლატვიის ჩემპიონის 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა
გამოცემას ვლადიკავკაზური კლუბის ინკოგნიტო წარმომადგენელმა გაუმხილა, რომ გუნდის პოტენციურ ახალწვეულთა სიაში ქართველი ფეხბურთელიც იყო.
ლატვიურ კლუბში წამყვანი ფეხბურთელის მიმართ ვალდიკავკაზელთა ინტერესი არ უარყვეს, თავად ფეხბურთელმა კი "ლელოსთან" დაადასტურა, რომ "ალანიაში" გადასვლა მართლაც შესთავაზეს.
არც ის დამალა, რომ ლატვიის ჩემპიონატის ბომბარდირი რომ გახდა, მისით არა მხოლოდ "ალანია", არამედ ზაგრების "დინამო" და კიდევ რამდენიმე კლუბი დაინტერესდა.
ღონღაძეს ლატვიელებთან კონტრაქტი უმთავრდება და "დაუგავას" ხელმძღვანელობა თავად არის დაინტერესებული, რომ ქართველის ტრანსფერით ფული იშოვოს; მერე ამის შანსი აღარ ექნებათ.
სავარაუდოდ, მამუკა ღონღაძემ თავისი არჩევანი "ალანიას" სასარგებლოდ უკვე გააკეთა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მამუკა ღონღაძე: ჩემით "ალანიაც" დაინტერესდა და ზაგრების "დინამოც"
ლატვიელმა ჟურნალისტებმა მამუკა ღონღაძე საუკეთესოდ აღიარეს
მამუკა ღონღაძეს "ზარია" ჩაეშალა
მამუკა ღონღაძე ლატვიაში მწვრთნელებმაც აღიარეს
"დაუგავამ" მამუკა ღონღაძეს სარმა დაუდო