ამის შესახებ Sportall.ge-ს თავად ჭანტურიამ განუცხადა.
"90 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ "ჯენოაში" გავაგრძელებ კარიერას. 24 ივნისს "ვიტესში" ოფიციალური შეთავაზება უნდა მოვიდეს.
ახლა მხოლოდ კლუბის პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას თანხმობაა საჭირო.
ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ვარიანტია. იტალიაში წასვლა და სერია A-ში თამაში ძალიან მინდა", - თქვა ჭანტურიამ.
ფეხბურთელის თქმით, არნემის "ვიტესის" მფლობელი ამ ტრანსფერზე თანახმაა და საკითხი, პრაქტიკულად გადაწყვეტილია.
ჭანტურიას კონტრაქტი გენუურ კლუბთან 3 წელზე, კიდევ 2 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით
ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, 7-მატჩიანი დიკსვალიფიკაცია, რომელიც ჭანტურიამ "ალანიაში" ყოფნისას მიიღო, შესაძლოა, 4 მატჩამდე შემცირდეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭანტურიას სატრანსფერო უფლებები არნემის "ვიტესს" ეკუთვნის, ხოლო იჯარის წესით სეზონის მეორე ნახევარი ქართველმა ფორვარდმა ვლადიკავკაზის "ალანიაში" გაატარა.
რაც შეეხება "ჯენოას", სადაც ფეხბურთელის კარიერა 2011/12 წლების სეზონის შემდეგ კახა კალაძემ დაასრულა, იტალიის ჩემპიონატში მე-17 ადგილი დაიკავა. გუნდის მთავარი მწვრთნელი კი დავიდე ბალარდინია.
ასევე იხილეთ:
გიორგი ჭანტურია: "რომა" და "პარმა" დამიკავშირდნენ, ჯერი ჟორდანიაზეა
La Gazzetta dello Sport: გიორგი ჭანტურია "რომას" და "პარმას" სამიზნეში
გიორგი ჭანტურია: ქართველები შეურაცხყოფას კაცურად ვპასუხობთ
მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტმა ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა
"დინამოს" პრეზიდენტი: მაგ ქართველს ხელს გავარტყამდი კი არა, მოვკლავდი!
გიორგი ჭანტურია: სერია A-ში დაუფიქრებლად გადავიდოდი