დავით სხირტლაძემ "ორჰუსის" დუბლებში გაიტანა

AutoSharing Option
"ორჰუსის" ძირითად გუნდში თამაშის და საგოლე პასით თავის გამოჩენის შემდეგ დავით სხირტლაძემ დუბლებშიც ითამაშა და "სილკებორგთან" შეხვედრაში თავი გოლითაც გამოიჩინა.

ეს მატჩი 2:0 დასრულდა, სხირტლაძემ კი პირველ ტაიმში გახსნა ანგარიში. თუკი 20 წლის სხირტლაძისთვის დუბლებში დროდადრო თამაში სასარგებლოც არის, ჩვენთვის მოულოდნელი იყო იქ 24 წლის მათე ვაწაძის გამოჩენა, რომელმაც "ორჰუსის" სარეზერვო გუნდში ერთი ტაიმი ითამაშა, წინა დღეს კი დიდებში სათადარიგო იყო.

სარეზერვო გუნდი მორიგ მატჩს 11 ნოემბერს "რანდერსთან" გამართავს. 26 წლის დავით დევდარიანი ტრავმირებული იყო, თუმცა ის უკვე გუნდთან ერთად
ვარჯიშს შეუდგა.

რაც შეეხება პირველ გუნდს - "ორჰუსი" დანიის ჩემპიონატში 18 ქულით მე-5 ადგილზეა. ამ სეზონში სხირტლაძემ 8-ჯერ ითამაშა პირველ გუნდში, ვაწაძემ 4-ჯერ (1 გოლი), ხოლო დევდარიანმა 3-ჯერ (1 გოლი).

ასევე იხილეთ:
დავით სხირტლაძე: ეს ის შემთხვევა იყო, ათასში ერთხელ რომ ხდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული