ლევან მჭედლიძე: როგორც ჩანს, გერმანელები გვიფრთხოდნენ

AutoSharing Option
sportinfo.az-ი ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს "ემპოლისა" და საქართველოს ნაკრების ფორვარდ ლევან მჭედლიძესთან.

- ახლახან საქართველოს ნაკრებმა გერმანიასთან შესარჩევი ციკლის მატჩი ითამაშა. როგორ შეაფასებდით ამ შეხვედრას?
- ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ გერმანელებმა გვაჯობეს და ორი გოლი გაგვიტანეს. როგორც ჩანს, გვიფრთხოდნენ, ძალიან ყურადღებით ითამაშეს.

- ეს იყო კახა ცხადაძის პირველი ოფიციალური მატჩი შესარჩევ ციკლში...
- ჩვენ გვინდოდა, რომ ის წარმატებული გამოსულიყო. არ გამოვიდა. ფანების გახარება გვინდოდა, მაგრამ ისე ვითამაშეთ, რომ გული არ დავწყვიტეთ.

- ალბათ, იცით, რომ ცხა
დაძე ბაქოს "ინტერში" მუშაობს...
- დიახ და ვიცი, რომ კარგადაც მუშაობს. "ინტერს" წარმატებას ვუსურვებ. ალექსანდრე ამისულაშვილის დონის ფეხბურთელის თამაში აზერბაიჯანში ჩემპიონატის დონეს უთუოდ ამაღლებს.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ კახა ცხადაძესთან?
- ის ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო და კარგი მწვრთნელია, ფეხბურთელებთან კარგი დამოკიდებულება აქვს. ის ძალიან ბევრს მუშაობს.

- აზერბაიჯანი და იტალია ერთ ქვეჯგუფში არიან, თქვენ კი იტალიაში თამაშობთ. რას იტყვით ამაზე?
- ძალიან ძნელია იტალიასთან ერთად ერთ ჯგუფში თამაში. საქართველოს ნაკრები რამდენჯერმე ეთამაშა მათ. "სკუადრა აძურას" წინააღმდეგ თამაში ურთულესია. მთავარია, ოპონენტთან სათამაშოდ შიშით არ უნდა გახვიდე.

- პირველ თამაშში მათ 1:2 ვეთამაშეთ. ნიშნავს იმას, რომ შანსი არის?
- ასე ვერ ვიტყოდი, იტალიას სჩვევია 1:0, 2:1 - ასეთი ანგარიშებით გამარჯვება. არ ვიცი, ბაქოში როგორი თამაში იქნება, მაგრამ იტალიის ნაკრების დაცვასთან გამკლავება ძნელია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხო ლევან გიფრთხოდნენ გერმანელები... :D
del piero 10
07 აპრილი 2015 20:02
0
რა დროს იტალიის ნაკრების შანსებია ჩვენ ჩვენსას მივხედოთ
გენო
07 აპრილი 2015 18:40
0
გიფრთხოდნენ არა...
კახა
07 აპრილი 2015 18:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული