რუსეთის პირველი ლიგის "ტორპედოში" საქართველოში დაბადებული 5 ფეხბურთელი ჩაირიცხა

AutoSharing Option
რუსეთის პირველ ლიგაში არმავირის "ტორპედო" აღზევდა. ამ გუნდით კიდევ 100 წელი არ დავინტერესდებოდით, რომ არა ეს ფაქტი - ახლახან იქ რუსეთის მოქალაქეობის მქონე 5 ისეთი ფეხბურთელი ჩაირიცხა, საქართველოში რომ დაიბადა - ირაკლი ჭეჟია, ირაკლი გეფერიძე, ლევან ჯღარკავა, დავით ხურციძე და ნიკა ფილიევი.

ამ ხუთეულმა სეზონი სომხეთის ვიცე-ჩემპიონ "ულისში" გაატარა და რუსულ "ტორპედოს" მხოლოდ 9 ივლისის შემდეგ მიაშურა.

საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინათ, არმავირის გუნდი მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა ჩაიბარა.

"ულისი" კი ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტურ "ბირკირკარასთან" დამარცხდა
(0:0, 1:3). უცნაურია, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა ლამის ყველა ქართველის გაშვება გადაწყვიტეს. ზემოთ დასახელებულთა გარდა, გუნდი დატოვა ზამირ ჯანაშიამაც. ამგვარად, გუნდში მხოლოდ ორი ჩვენებური დარჩა - გიორგი ხუბუა და გალაქტიონ ზოიძე.

როგორც ჩანს, ამ ხუთეულის ტრანსფერში დიდი როლი ითამაშა არმავირის "ტორპედოს" პრეზიდენტმა, რომელიც სომეხი გახლავთ - ვალერი ოგანესიანი. ის კლუბის ხელმძღვანელი სულ ახლახან, 10 ივლისს გახდა და "ულისიდან" ნაცნობი კადრებიც მიიწვია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გასაშვებები არიან აბა რა, ბირკირკარასთან რომ გამოვარდები..
georgiano
02:15 16-07-2015
0

სიახლეები პოპულარული