რაც შეეხება თავად კვირკველიას, როგორც ვწერდით, მან შესაძლოა "რუბინი" დატოვოს. ჩვენს მკითხველს უკვე გავაცანით "სპორტ-ექსპრესის" ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თუ ყურბან ბერდიევმა მოსკოვის "სპარტაკი" ჩაიბარა, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მცველს ის, დიდი ალბათობით, "სახალხო გუნდში" უკრავს თავს.
წესით, ყაზანურ კლუბს უნდა დაუბრუნდეს მამუკა კობახიძე, რომელმაც სეზონი პრემიერლიგიდან ახლახან დაქვეითებულ სარანსკის
კვირკველიასთვის კი ეს სეზონი ერთ-ერთი გამორჩეული იყო კარიერაში. მან არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა და რამდენიმე ევროპული გრანდის ყურადღებაც მიიპყრო.
ერთადერთი პრობლემა, რაც ყაზანური კლუბიდან ფეხბურთელის ტრანსფერს აფერხებს, გარიგების ღირებულებაა. "რუბინი" თავის "ტკბილ" ლუკმას იაფად ნამდვილად არ შეელევა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"