გიორგი ჭანტურიას "ურალი" მწვრთნელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
ეკატერინბურგის "ურალის" მთავარმა მწვრთნელმა ვადიმ სკრიპჩენკომ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ვებგვერდის ცნობით, სკრიპჩენკომ "ურალი" "ტერეკთან" (1:4) წაგებული მატჩის შემდეგ თავისი სურვილით დატოვა.

"ჩემი წასვლა არანაირად არ ეხება "ტერეკთან" მატჩს. ჩემი მიზეზები მქონდა", - აცხადებს სკრიპჩენკო.

"გუნდს უახლოეს დღეებში იური მატვეევი გაწვრთნის. ვფიქრობ, უქმეებზე ახალი მწვრთნელის ვინაობა უკვე ცნობილი იქნება", - თქვა კლუბის პრეზიდენტმა გრიგორი ივანოვმა.

შეგახსენებთ, რომ "ურალის" ღირსებას ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია იცავს, რომელმაც "ტერეკთან" შეხვედრაში პენალტი გამოიმუშავა და გოლად აქცია.

შეხვედრის დასრულებულის შემდეგ კი
გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მატჩი გარიგებული ყოფილიყო.

- "ამბობენ, გიორგი ჭანტურია "ტერეკთან" იმიტომ შეცვალეს, რომ პენალტი გაიტანა..."

კლუბის წარმომადგენლებმა აღნიშნული ცნობა უარყვეს, ხოლო რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიტალი მუტკომ განაცხადა, რომ არც მატჩის ინსპექტორმა, არც დელეგატებმა, არც ლიგამ და არც ბუქმეკერებმა საეჭვო ვერაფერი შეამჩნიეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ქართველები ყველაზე დაბალი დონის კლუბებში თამაშობენ და თან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა გვინდა.ალბათ "კრამიტებს დაამტვრევენ".
ასე არ ხდება
22:09 01-11-2016
0
კაცს თავისი გაჭირვებია რა მდგომარეობაშია შეხედეთ რაღაც სერიოზულად უჭირს რა ემწვრთნელება ეს ახლა უეჭველი არაყზე შეჯდება დდ
Mandela
15:53 01-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული