ლუიშ ფიგუმ შოთა არველაძე საქველმოქმედო მატჩში სათამაშოდ მიიწვია

AutoSharing Option
ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ შოთა არველაძე საქველმოქმედო მატჩში სათამაშოდ მიიწვია, რომელიც 14 ივნისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება.

შოთა არველაძის "ფეისბუქის" ოფიციალურმა გვერდმა "ბარსელონას", "რეალისა" და მილანის "ინტერის" ვარსკვლავის წერილი გაავრცელა:

"ძვირფასო შოთა! მაქვს პატივი, მოგიწვიო სოფიაში გასამართავ საქველმოქმედო მატჩში სათამაშოდ, რომელშიც ლუიშ ფიგუს ფონდის გუნდი დიმიტარ ბერბატოვის ფონდის გუნდს შეხვდება. შეხვედრის შემოსავალი კი ქველმოქმედებას, ნიჭიერი ბავშვების განათლებას მოხმარდება.

ჩვენი მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ სოფიაში გნახავ", - წერია ფიგუს წერილში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რამდენი გადაიხადეთ
gela
11:05 08-06-2017
0
ფიგუ უკვე მესამედ ეპატიჯება შოთას ვარსკვლავების თამაშზე .ეს ძალიან დასაფასებელია...
dato
11:43 08-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული