თბილისის "დინამო": საბა ლობჟანიძე "რანდერსს" სერიოზულად აინტერესებს

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" 22 წლის ნახევარმცველის, საბა ლობჟანიძის გადაბირება დანიურ "რანდერსს" სურს. ამ გუნდმა ახლახან დასრულებულ სუპერლიგის გათამაშებაში მე-7 ადგილი დაიკავა.

ამ სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით "ლელომ" კომენტარი სთხოვა თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველს, ლევან სალუქვაძეს:

"მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს. "რანდერსის" მხრიდან ფეხბურთელის მიმართ არის სერიოზული ინტერესი, მაგრამ ამ ეტაპზე საბა ლობჟანიძეცა და ჩვენი კლუბის ყველა წევრი მხოლოდ "ტორპედოსთან" მატჩზე ფიქრობს.

მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა ევროპული სტანდარტის დაცვით და მის შედეგს აუცილებლად გაიგებთ", - გვითხრა სალუქვაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 21 /
კარგია ეს ყველაფერი. დღეს და ხვალ ვერც დინამო და ვერც რომელიმე სხვა გუნდი სერიოზულ სიმაღლეებს ვერ შეწვდება. ესეთი ტრანსფერები კიდე კლუბს ახალ შემოსავალს გაუჩენს და ნელ-ნელა გაძლიერდება, რაც მომავალში მსგავსი დონის ფეხბურთელების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. პლიუს კიდევ აკადემიიდან მუდმივი შევსება თუ ექნება, სატრანსფერო ფასები აიწევს და აიწევს. ისე რომ არ გინდათ ბევრი ჭკუის სწავლება, ნუ გაქვთ ამბიცია რომ ყველაზე მეტი იცით :)
-_-
21 ივნისი 2017 15:47
0
როდის უნდა ავიდეს დინამო ნორმალურ დონემდე ბოლო ბოლო რა ხდება. ესენი ვინ არიან. ასე არასდროს იქნება ქართული ფეხბურთი კარგ დღეში. ვაი ამათ პატრონს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია ევროპულ გრანდებს ვუგულშემატკივროთ. ......დდდდდ.
kaxa
21 ივნისი 2017 15:34
0
გადავიდეს ცოტა ხნით მაინც ბ.დინამოში იქნებ ერთი ეტაპი მაინც გაიარონ საცოდავად არიან გასავარდნ ზონაში.ისე იაგელონიას მაგრად დაცინებს მთელი ევროპა გასავარდნ ზონაში მყოფმა გუნდმა თუნდაც ერთი თამაში ფრედ რომ დაუმთავროს.
glaxuna
21 ივნისი 2017 15:17
0
დანიაში, პოლონეთში,ურაინაში და ასეთი დონის ჩემპიონატებში თუ წავა ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე უნდა წავიდეს იქაურ მოწინავე კლუბში აბა იმავე წელს რომ გავარდება რა უნდა ასეთ გუნდში. მაჩანჩალა გუნდში შეიძლება წავიდეს ჩვენი მაჩანჩალა გუნდებიდან მაგალითად შუქურადან,კოლხეთიდან,დილადან ან სიონიდან და არა დიამოდან ან ტოპედოდან.
kika
21 ივნისი 2017 15:10
0
დანიის ჩემპიონატი და თან 7 ადგილოსანი რა უბედურებააა..ლობჟანიძეს მიხედეთ პროგრესირებს სად უშვებთ რა დონის გუნდში..
პაატა
21 ივნისი 2017 14:49
0
ძლივს ნორმალური გუნდი შეიკრა და უკვე ყიდიან ფეხბურთელებს, ჯერ პაპუნაშვილი ეხლა ლობჟანიძე და შმდეგი ღმერთმა იცის კიდევ ვინ იქნება. არა რა ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება. ნორმალურ კლუბში მააინც მიდიოდეს დანიის ჩემპიონატი რა ვთქვი და ისიც 7 ადგილოსანი
გოჩა
21 ივნისი 2017 14:43
0
ეს მრჰეველი და ფიფია დაგუპავს ქარტულ ფეხბურტს.ფიფიას ფულის მეტი არაფერი აინტერესებს დზმაო ტორე ამდენი ხანი ერტი ნორმალული გუნდი როგორ ვერ გაკეტდააა.
bajo
21 ივნისი 2017 14:18
0
რამდენი ფეხბურთელიც ადრეულად გაიყიდა ვერავინ შედეგი ვერ აჩვენა, ასე დაემართება საბასაც, ჯობს დარჩეს დინამოში.
gia
21 ივნისი 2017 14:06
0
საფეხბურთო კლუბი კი არა ნამდვილი სპორტსკოლაა. ყოველ ზაფხულ გამოშვება აქვს...
ხალხის ბრალია, ასე რო გაიგდეს დინამო.უნდა გამოვიდეთ გულშემატკივრები და ავაცმევიოთ დინამოდან ამ...
ქომაგი
21 ივნისი 2017 14:01
0
მაგარი საგიჟეთია რა, შეინარჩუნე ერთხელ მაინც შემადგენლობა შე კაი დედმამიშვილო !!! ყოველწელს შეიძლება გუნდი დატოვოს წამყვანმა ფეხბურთელებმა?! ( ეს ეხება ყველა გუნდს, განსაკუთრებით თბ. დინამოს) რა დონის ამაღლებაზეა საუბარი, ვინც კი გაიფაფხურა ყველა თხასავით გაიყიდა და დაიკარგა.../ ფიფია არასოდეს გამიკრიტიკებია , მაგრამ მართლა ზედმეტია უკვე ეს ფოკუზები, თან ვითომ მომავლის გუნდს აშენებ , ისეთს რო ვითომ ლიგა და ევროპა რო უნდა ითამაშოს , არადა ფაქტი სახეზეა ვინც რამის მაქნისია ეგრევე ბაზარზე უშვებ... / ასე არასოდეს არაფერი არ იქნება
Vasili
21 ივნისი 2017 13:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული