რევაზ ძოძუაშვილი: მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოგვეჭრას

AutoSharing Option
დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებამ საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გაერთიანებული ჩემპიონატის შესახებ.

თურმე, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საქმის კურსშია უეფა, ტურნირის ჩატარებას კი დაახლოებით 50 მილიონი დოლარი დასჭირდება.

რაც შეეხება დეტალებს: თუ სამ ქვეყანას შორის შედგება შეთანხმება, მომავალ პრემიერლიგაში 18 გუნდი ითამაშებს - თითო ქვეყნიდან ექვსი კლუბი. თუ ორი ქვეყანა შეთანხმდა, ჩემპიონატი 16-გუნდიანი იქნება (8-8 გუნდი თითო ქვეყნიდან).

სიჭინავამ ხაზი გაუსვა, რომ სამივე ქვეყანა ევროტურნირებზე თავის კვოტას შეინარჩუნებს და 4-4 გუნდით
ითამაშებს.

პროექტი ერთი წლის განმავლობაში უნდა მომზადდეს. ამ პერიოდში ჩატარდება ამხანაგური თამაშები, რის შემდეგაც შეაფასებენ - რამდენად დიდი იქნება ტელევიზიების, სპონსორების და მაყურებელთა ინტერესი და ღირს თუ არა გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარება.

მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

აზიელებმა "სოვეტსკი სპორტთან" განაცხადეს - ყაზახეთის პრემიერლიგა ისედაც ვითარდება და კავკასიელებთან გაერთიანების აზრს ვერ ვხედავთო.

* * *
პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასება საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, რევაზ ძოძუაშვილს ვთხოვეთ.

"აზერბაიჯანთან კონტაქტი ყოველთვის გვქონდა და მეზობლობისა და კარგი ურთიერთობის წყალობით, თამაშის პრობლემა არ ყოფილა.

თუ პროექტს კარგად განვახორციელებთ, მათთან და ყაზახებთან ერთობლივი ჩემპიონატი უდავოდ საინტერესოა. ჩვენი ფეხბურთი უკვე იმდენად დაობლებული და "დაკონსერვებულია", ნებისმიერი "ფანჯარა" მისაღები ჩანს. თუნდაც იმიტომ, რომ ეს მოთამაშეე
ბს, მწვრთნელებს, კლუბებს, მედიას გამოაცოცხლებს და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ გვიბიძგებს.

სხვა ქვეყანაში თამაშის დროს მეტი თავდადებით ცდილობ შენი ქვეყნის ინტერესის დაცვას. ვარჯიშზეც უფრო მეტად ინდომებ, რათა გაიზარდო და მოწინააღმდეგეს არაფერი დაუთმო.

ასევე, კლუბის ყველა მეპატრონე მოინდომებს, რომ ჩემპიონატში საუკეთესო სტადიონი ჰქონდეს, საუკეთესო ლეგიონერი და მწვრთნელი ჩამოიყვანოს და მთლიანობაში, ქვეყანა და საკუთარი თავი ღირსეულად წარმოადგინოს.

ასე ყველა გაიზრდება, მაგრამ მეორე მხარეც არსებობს: ცუდი ორგანიზაციით კარგ იდეასაც გავაუფასურებთ. ასეთ ლიგაში ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, რომ შესაძლოა, გუნდები ნაციონალური კუთხით "შეეკრან" ერთმანეთს და ეს სავსებით რეალური მგონია.

ასე რომ, ერთობლივ ჩემპიონატს ბევრი პლუსი და მინუსი აქვს. მთავარია, ეს ყველაფერი ჯერ ჩვენთვის ავწონ-დავწონოთ, რადგან საქართველო ამ სამ ქვეყანას შორის ყველაზე ღარიბია, ჩვენს კლუბებს უჭირთ, ამ დროს კი აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ყველა კლუბის ბიუჯეტი მინიმუმ 2-3 მილიონ დოლარს აღემატება. ჩვენში ამხელა ბიუჯეტის მქონე კლუბებს მდიდარს ვეძახით.

დასაფიქრებელიც სწორედ ესაა, ისეთი ნაბიჯი არ გადავდგათ, რაც ჩვენს სახელს საბოლოოდ დაასამარებს. მე კი მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოვიჭრათ",
- ამბობს ძოძუაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?
ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ
კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს
გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ
ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება
გიორგი ყიფიანი: ამ ეტაპზე სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ
გია გურული: ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ
ვახტანგ ბზიკაძე: მგონია, აზერბაიჯან-ყაზახეთთან საქართველო დაიჩაგრება
მკითხველის კომენტარები / 11 /
. ასე აღარ შეიძლება. ხალხი დაიღალა ამდენი წაგებით. ჩვენ ვთამაშობთ უაზრო ფეხბურთს . თუ შეგიძლიათ დაუბრუნეთ დინამოს თავისი ღირსება, თუ არა და სხვა გზა მოძებნეთ . ხალხს გვინდა შედეგი და 1981 წლის დინამოს მსგავსი წარმატებები მსოფლიო ტურნირებზე. უკვე 23 წელია გასული და წინსვლის ნავლად უკან წავედით რა გუნდებთან გვაქვს წაგებები სასაცილოა უბრალოდ . პატივი ეცით ყიფიანის , დარასელიას და ბევრი სხვების ხსოვნას ათამაშეთ ის ვისაც მართლა შეუძლია და ვისაც მართლა უყვარს ფეხბურთის თამაში. გააკეთეთ ის რაც გააკეთა ნოდარ ახალკაცმა.
კახაბერ
20 აგვისტო 2013 15:11
0
ხალხო,23-ი წელი გავიდა და თქვენ ჯერ კიდევ აზრზზე ვერ მოსულხართ რა ხდება მსოფლიო ფეხბუეთში,რით ვერ გაიგეთ,რომ მსოფლიოში მხოლოდ ევროპის ხუთი ქვეყანაა სადაც ფეხბურთი უმაღლეს დონეზეა განვითარებული,[ინგლისი,საფრანგეთი,ესპანეთი,იტალია და გერმანია] დანარჩენი ქვეყნები,მეტ-ნაკლებად წარმოიდგენენ ამ ქვეყნების საფეხბურთო კოლონიებს,მთელ მსოფლიოში ყველა ფეხბურთელის ოცნება და მიზანია ამ ქვეყნებიდან რომელიმეში გააგრძლონ კარიერა.საბჭოთა კავშირის დროსაც აკრძალული რომ არ ყოფილიყო საზღვარგარეთ წასვლა,ვინ დარჩებოდა აქეთ,არავინ მთელი საბჭოთა საფეხბურთო ელიტა წავიდოდა ევროპაში და იქ ითამაშებდნენ.ასე,რომ რელურად ვიაზროვნოთ,ჩვენ დღესდღეობით მცირედით თუ შეგვიძლია ჩვენი ჩემპიონატის დონის აწევა.
roma
17 აპრილი 2013 12:52
0
საქართველოში ფეხბურთის დონის აწევა უნდა დავიწყოთ ბავშვთა გუნდებიდან. ცნობილია ის ფაქტი, რომ ფეხბურთელი რომ გახდე, დიდი თანხა უნდა დახარჯო შენს გაზრდაში, შემდეგ გუნდში მოხვედრაში და ა.შ., ამიტომ ნიჭიერი ბავშვი, რომლის მშობელსაც ფული არა აქვს, ფეხბურთში არანაირი პერსპექტივა არა აქვს -ვერ მოხვდება საფეხბურთო კლუბში. შედეგად საქართველოს საფეხბურთო კლუბებში ვღებულობთ საშუალო დონის და ძირითადად უპერსპექტივო ფეხბურთელებს და რა გინდათ, არ იცით, რომ მათგან ვერ გამოვა ისეთი დონის ფეხბურთელი, როგორებიც იყვნენ თვითონ ძოძუაშვილი, ხურცილავა, მესხი (დიდი), ყიფიანი, გუცაევი, შენგელია, მაჩაიძე, დარასელია და სხვა ქართული ფეხბურთის დიდოსტატები. ამიტომ ყურადღების მიქცევა და დაფინანსებაა საჭირო საფეხბურთო სკოლების და წრეებისათვის.
aleksi
17 აპრილი 2013 12:08
0
თანთათან უნდა შევეგუოთ იმას, რომ ჩვენი ფეხბურთის დონე ვერ იქნება იმ დონის როგორიც გასული საუკუნის 80 -იანი წლების დასაწყისსი იყო. დღევანდელი დონე არის რეალობა, მისი გაუმჯობესება ცოტათი თუ შეიძლება, მეტით ვერა. ჩვენი ზომის(ცოტა უფრო მეტისაც)და მოსახლეობის ქვეყნების საფეხბურთო დონე თოთქმის იგივეა(მცირედი გამონაკლისების გარდა) როგორიც ჩვენია. მაკედონიის, სლოვენიის,ირლანდიის, ფინეთის, სლოვაკეთის, დანიის, ავსტრიის შიდა ჩემპიომატების სიძლიერე თითქმის იგივეა როგორიც ჩვენი. განსხვავება ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობებშია. ასე რომ შევეგუოთ რეალობას, ნელ-ნელა მოვაწყოთ ბაზები და სტადიონები, აღმოვფხვრად კორუფცია ფეხბურთში, და დავტკბეთ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატით. გაუმარჯოს ქართულ რეალურ ფეხბურთს!
sandro
17 აპრილი 2013 11:54
0
ჭიათურიდან ან ზუგიდიდან როგორ უნდა იმგზავროს გუნდმა ასტანაში, ალმაათაში ან კუსტანაიში გიFიქრიათ? 5000 კილომეტრი ფრენა იქეთ-აქეთ, რო ფული ღირს ვინ გადაიხდის ჩვენს მაგივრად ყაზახი თუ აზერი?
bibi
17 აპრილი 2013 11:42
0
ამით არც სტადიონებს მოემატება ხალხი და არც ქართული ფეხბურთის დონე აიწევს. იმ 6 კლუბის გარდა სხვებმა რა ქნან, დაიშალონ? მთელი ძალისხმევა უნდა მიემართოს შიდა ჩემპიონატის გაძლიერებას. კომპეტენტური, არაკორუმპირებულები, სუფთა ხალხი უნდა მოღვაწეობდეს ფეხბურთში, ნებისმიერ დონეზე. ფულით არ უნდა ხდებოდეს ბავშვების, მოზარდების და ახალგაზრდების შერჩევა.
gali
17 აპრილი 2013 11:38
0
ძალიან კარგი იქნება, ასე სწრაფად სხვა გზით შეუძლებელია საქართველოში კარგი სტადიონები გაჩნდეს, ფეხბურთელების დონე გაიზარდოს და ხალხი სტადიოენებზე დაბრუნდეს...ეხლა ვიმედოვნებ ამ იდეას მოწინააღმდეგეები არ ეყოლება და საქმეს არ გააფუჭებენ...
levani
17 აპრილი 2013 10:30
0
მომწონს ეს იდეა, ვეთანხმები ბატონ რევაზს, რაც შეეხება გუნდების ნაციონალური კუთხით ,,შეკვრას" ეს საფრთხე არსებობს, მაგრამ ეს პროეტი შიდა კონკურენციასაც აძლიერებს, ევროსაგზურებისათვის ბრძოლა ხომ მხოლოდ ქართულ კლუბებს შორის იქნება, ასევე გასავარდნი ერთი ადგილი მხოლოდ ქართულ გუნდებს შორის გათამაშდება...ეს გამორიცხავს ნაწილობრივ ,,შეკვრას"...ანუ ქართულ კლუბებს შორის 16 გუნდში ბოლოადგილოსანი შეიძლება 12 აგილზე გავიდეს მაგრამ გავარდეს, ან კიდევ მაგ: დინამო თბილისი მესამეზე გავიდეს, მას ორმა აზერბაიჯანულმა კლუბმა გადაასწროს, მაგრამ ამით ის ლიგის საგზურს იღებს...
ALEQSANDRE
17 აპრილი 2013 10:04
0
ტყუილად შიშობთ - ბატონო რეზო! დღევანდელი ფეხბურთით თავი მოჭრილი უკვე გვაქვს. სიტუაციის გამოსასწორებლად საჭიროა: უმოკლეს ვადაში მაქსიმალური ცოდნის დაგროვება, რათა დავეწიოთ საშუალო დონის ევროპულ კლუბებს.
guja_kakhadze
16 აპრილი 2013 22:57
0
სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა იქიდან გამოიქეცით,არ გვინდაო,ეხლა თავად ეძებთ მის მაგვარ ჩემპიონატს ვერ გავიგე რა გინდათ,რაც იყო იმას ვეღარასოდეს გაიმეორებთ.
maxo
16 აპრილი 2013 18:51
0

სიახლეები პოპულარული