ბუბა ტყავაძე: გული მწყდება - რატომ უნდა გავხდეთ ქართველები სხვების დასაცინი?

AutoSharing Option
საქართველოსა და აზერბაიჯანის გაერთიანებული ჩემპიონატის შესახებ ბევრი მოსაზრება მოვისმინეთ, მაგრამ თბილისის "დინამოს" სპორტული დირექტორი ბუბა ტყავაძე "ლელოსთან" ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ ამ პროექტზე ლაპარაკიც უადგილოა.

- პროექტი თავიდან საინტერესოდ მოჩანდა, მაგრამ დრო გადის და უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ეს არარეალური იდეაა...
- უპირველესად, გაგახსენებთ, რომ ეს ინიციატივა 2013 წლის პირველ აპრილს "თორმეტთა საბჭოს" სხდომაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გააჟღერა - აზერბაიჯანთან საკითხი მოგვარებულია და შესაძლოა, ყაზახეთმაც ანალოგიური სურვილი გამოთქვასო.

ახლა არ ვილაპარაკებ, ეს რამდენად კარგი თუ ცუდი
იდეაა. მხოლოდ ფაქტებს შეგახსენებთ: ყაზახებმა ჩვენთან გაერთიანება კატეგორიულად იუარეს, ხოლო აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლის კომენტარიდან შევიტყვეთ, რომ პროექტის შესახებ არ ულაპარაკიათ.

აქედან გამომდინარე, მაინტერესებს, რატომ დადგა ეს საკითხი და ვისი ინიციატივით? ან რატომ არ ვლაპარაკობთ საქართველოსა და ამერიკის ერთობლივ ჩემპიონატზე?

- ანუ თქვენი აზრით, ეს არარეალური პროექტია?
- მე იმას ვამბობ, რაც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს: თუ ასეთი რამ არ განხილულა და შეთანხმებული არ ყოფილა, მაშინ ამაზე რატომ ლაპარაკობენ?

- ბევრს გაუჩნდა დაახლოებით იგივე კითხვა...
- არ ვამბობ, რომ ცუდი ან კარგი პროექტია. თავისთავად, სასურველია მეტი საერთაშორისო შეხვედრა, მეტი დაძაბული მატჩი, მაყურებლის დაინტერესება, კლუბების ფინანსურად გაძლიერება, მაგრამ ამაზე მსჯელობას რა აზრი აქვს, როცა არც ერთი შესაძლო პარტნიორი ინფორმირებული არ ყოფილა. ამბობენ, არც გვიმსჯელიაო და ჩვენთან ერთად თამაშიც არ სურთ.

ასე მგონია, რომ ვიღაცას ილუზიის შექმნა სურს, რომ რაღაცას აკეთებს. მე კიდევ არ მომწონს, როდესაც ადამიანი რაღაცას იგონებს.

თავისთავად ჩნდება დასკვნა, რომ ეს არარეალური პროექტია. ამის შემდეგ სპეციალისტებისა და გუნდების წარმომადგენლებისგან არასერიოზული იქნება გაერთიანებულ ჩემპიონატზე მსჯელობა.

- საერთოდ, რეგიონული ტურნირი რეალური გგონიათ?
- ძალიან რთულად განსახორციელებელია. მაგალითად, როდესაც რუსები უკრაინასთან გაერთიანებაზე ალაპარაკდნენ, სულ ვფიქრობდი - როგორ მიიღებდა ამ იდეას ფიფა და უეფა? როგორ უნდა განაწილდეს ევროსაგზურები, ვინ გავარდება, მათ ნაცვლად ლიგას ვინ დაემატება და ა.შ. ამის დადგენა-დაზუსტებას დიდი დრო სჭირდება და მისი ორგანიზება ძალიან ძნელი იქნება.

- როგორც გავიგეთ, უეფას პოზიცია მკაცრი და ცალსახაა - გაერთიანებულ ჩემპიონატებზე ლაპარაკს თავი დაანებეთო...
- ვარაუდებზე ლაპარაკი არ მსურს. არც ის ვიცი, რა პოზიციაზეა უეფა, მაგრამ აზერბაიჯანი და ყაზახები თავს შორს იჭერენ და ამის შემდეგ რა უნდა ვიფიქროთ? გული მწყდება - რატომ უნდა გავხდეთ ქართველები სხვების დასაცინი? საერთოდ, ასეთი პოზიცია საქართველოსთვის სამარცხვინოა.

- რისთვის დასჭირდა ფედერაციას ამის გაჟღერება?
- მე არ ვიცი, მათ რა სურთ, მაგრამ მაინტერესებს, რატომ გამოიგონეს ეს იდეა?! ხომ მაქვს ამ კითხვის დასმის უფლება?

- ისეთი რა ხდება ქართულ ფეხბურთში, რისი გადაფარვაც ამ იდეის გაჟღერებით სურს ფედერაციას? იქნებ ეს თემა რიგგარეშე ყრილობაა?
- ბევრი რამ ხდება და ალბათ, მალე დადგება ის დრო, როდესაც ამ ყველაფერზე ღიად ვილაპარაკებთ.

- "დინამო" ჩისკოს დისკვალიფიკაციით უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ ესპანელისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, "ზუგდიდის" მცველს ნიკა აფაქიძეს ხელი მართლაც დაარტყა...
- ამ ყველაფერს ახლაც განვმარტავდი, მაგრამ ერთი ინტერვიუ არ გვეყოფა იმ მიზეზებზე სალაპარაკოდ, რაც ჩვენი უკმაყოფილების საფუძველი გახდა. ამის შესახებ საგანგებო პრესკონფერენციაზე ვილაპარაკებთ.

ბუბა ტყავაძე: ამ პროექტზე ლაპარაკიც კი უადგილოა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არჩილ არველაძე: საქართველოს ჩემპიონატი ჰოლანდიისას რომ შეუერთდეს, ცუდი იქნება?
კახა ცხადაძე: აზერბაიჯანელები ამ საკითხს ჯერ არ განიხილავენ
ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ
კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს
გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ
ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება
რევაზ ძოძუაშვილი: მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოგვეჭრას
გიორგი ყიფიანი: ამ ეტაპზე სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ
გია გურული: ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ
სოსო ფრუიძემ გაერთიანებული ჩემპიონატის იდეაზე ისაუბრა
გია ისიანი: ურიგო არ იქნება, თუ ასეთი ტურნირის ჩატარებას ვცდით
მალხაზ ჟვანია: ერთობლივი ლიგა ქართველებისთვის მომგებიანი იქნება
გია გეგუჩაძე: რას ვუპირებთ საკუთარ ჩემპიონატს?
მკითხველის კომენტარები / 6 /
ტყავაძე შენნაირები რომ არიან ქართულ ფეხბურთში იმიტომ გვაქვს დასაცინად საქმე, ფულის გამო რომ აკეთებ ვითომ კარგ საქმეებს მაგას მიხედე შენ და შენ თავს მიხედე კიდე ეგ ჯობია
qartvela
17:04 26-04-2013
0
ტყავაძე შენც მაგარი ბინძური ხარ!
jaguar
11:03 26-04-2013
0

სიახლეები პოპულარული