პირველად საქართველოში: სტადიონზე შესვლა ელექტრონული ბილეთებით მოხდება

AutoSharing Option
სტადიონის შესასვლელთან თუ ტრიბუნაზე აღარ მოგიწევთ ისეთი ბილეთის აფრიალება, რომელსაც "კონტროლი" აქვს მოსახევი - ყველაფერს ელექტრონული "ჩიპი" გააკეთებს.

8 აგვისტოს ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში გორის "დილა" სპლიტის "ჰაიდუკს" უმასპინძელბს და პირველად საქართველოში სტადიონზე შესვლა ელექტრონული ბილეთებით მოხდება.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის შესასვლელებთან 42 აპარატია დამონტაჟებული, ჭავჭავაძის გამზირის მხრიდან 26, დანარჩენი - ვაკის პარკის მხრიდან.

აპარატში ბილეთის გატარების შემდეგ ის არ უნდა გადააგდოთ, ტრიბუნის სექტორებთან მათ ვიზუალურად შეამოწმებენ. თანაც, ბილეთის დარეგისტრირების შემდეგ გისოსებს მიღმა მის გადაწოდებას აზრი არ
აქვს, რადგან "ჩიპი" მხოლოდ ერთ გატარებაზეა გათვლილი.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის და სწორედ ფედერაციამ დაამონტაჟა ელექტროგასასვლელები.

Sportall.Ge

უეფას მოთხოვნით, ჩემპიონთა თუ ევროპის ლიგის პლეი ოფიდან მხოლოდ ელექტრობილეთებით იქნება ნებადართული სტადიონზე შესვლა, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა დიმიტრი ბოკერიამ გვითხრა.

"დილა"-ჰაიდუკი" 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 7 აგვისტოს 12:00 საათიდან იქნება შესაძლებელი, რომლის ფასი 3 ლარი იქნება. მატჩის ტელეტრანსლაციას საგოდოებრივი მაუწყებლის მეორე არხი განახორციელებს.

"დილას" მენეჯერმა გია ისიანმა მოგვახსენა, რომ "ჰაიდუკს" გულშემატკივრები არ მოჰყვებიან, მატჩზე მხოლოდ ოფიციალური დელეგაცია და ჟურნალისტები ჩამოვლენ.

"დილაში" ვარაუდობენ, რომ გორიდან ამ შეხვედრაზე დასაწრებად 15 ათასზე მეტი ქომაგი ჩამოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი დევდარიანი: "ჰაიდუკთან" თამაშს ისევ ჩავკეტავთ და ჩავრაზავთ
ევროპალიგა. მეტოქე: სპლიტის "ჰაიდუკი" დროებით პირველია
კვირის 1000 წვრილმანი: რაღაცნაირი და ბრჭყვიალა
იმედიანი ზაფხული, ახალი "დილა" და ნუკრი რევიშვილის დაბრუნება

ჰაიდუკი-დილა. გამოხმაურება: ხორვატებმა რევიშვილი და ილურიძე გამოარჩიეს

გიორგი დევდარიანი: ყველაფერი თბილისში გაირკვევა
ჰაიდუკი-დილა 0:1 - გორის ციხე სპლიტშიც აუღებელია [VIDEO]

ოლბორგი-დილა 0:0 - ნულოვანი, მაგრამ ოსტატური
დილა-ოლბორგი 3:0 - ძლევაი საკვირველი? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 11 /
დინამოს თამაში თუ გაუშვეს 8 საათზე და მოამბე ადრე დაიწყო ეხლა არ შეიძლება იგივე რო გააკეთონ . სირცხვილი პირველ არხს ნაძირლებოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
ჩოხააა
11:13 08-08-2013
0
პირველი არხით მხოლოდ დინამოს თამაშები აჩვენეთ. სადაც მეორე არხი არ იჭერს იმათ რა დავაშავეთ, კურიერში გავიგოთ ანგარიში?
თემო
04:31 08-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული