2 ივლისს მსოფლიო ერთხელაც გაიგებს: ცხინვალი საქართველოა!

AutoSharing Option
"ცხინვალი" დღეს რუმინეთში გაემგზავრა. მანამდე, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" კლუბის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა და ახალწვეულები წარადგინა.

პრესკონფერენციაზე ისაუბრეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ და აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ცაბაძემ.

დავით ცაბაძე:
- როგორც იცით, ჩვენი კლუბი არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროთასებზე. ასე რომ, 2 ივლისი "ცხინვალისთვის" განსაკუთრებული დღეა. მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო ერთხელაც გაიგებს, რომ ცხინვალი საქართველოა...

გვაქვს პატივი, წარვადგინოთ გუნდის ახალწვეულები - ომარ მიგინეიშვილი, ლევან კაკუბავა, ლაშა ჯაფარიძე, აკაკი შულაია, დავით ბოლქვაძე, ზვიად ლობჟანიძე და მერაბ გიგაური. მინდა, ამ ფეხბურთელებს წარმატება
ვუსურვო "ცხინვალში".

კახა კაჭარავა:
- ყველამ კარგად ვიცით, რა შეუძლიათ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ახლა დავიმატეთ. ისინი გამოცდილი მოთამაშეები არიან, ზოგიერთ მათგანს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია. რა თქმა უნდა, ამ ბიჭებს გარკვეული დრო დასჭირდებათ იმისთვის, რომ შეთამაშდნენ.

- რას იტყვით "ბოტოშანზე"?
- მე ვნახე ამ გუნდის ბოლო 3 ოფიციალური მატჩი, ასევე, ამხანაგური შეხვედრა "კრასნოდართან". ამ გუნდს მათ 2:0 მოუგეს, თუმცა ამ მატჩიდან ზუსტ დასკვნებს ვერ გამოიტან. კარგი დაცვა ჰყავთ, მებრძოლი ფლანგები. ამ გუნდის კაპიტანს თავის დროზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგაც უთამაშია.

- ტრავმირებული ხომ არავინ არის?
- არა, რუმინეთში სრული შემადგენლობით მივემგზავრებით.

Sportall.Ge
ფოტოზე: ახალწვეულების წარდგენა
დავით ცაბაძე:
- გუნდი ოთხშაბათ დილით გაემგზავრება რუმინეთში. ბოტოშანში არ არის აეროპორტი. ამიტომ ჩვენ ჩარტერული რეისით ჩავფრინდებით ქალაქ იაშში, იქიდან კი ავტობუსით გავემგზავრებით ბოტოშანში. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანსა თუ კომპანიას, რომელმაც ხელი შეგვიწყო, განსაკუთრებით - ავიაკომპანია "აირზენას" გამოვყოფ.

- "ცხინვალი" ევროთასების დებიუტანტია. რეალურად რომ ვთქვათ, რა არის გუნდის მიზანი ევროტურნირებზე?
კახა კაჭარავა:
- ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ ტურნირს მოვიგებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ "ბოტოშანთან" წარმატებით ვითამაშოთ. თუ ეს ეტაპი გადავლახეთ, გუნდი უფრო შეთამაშდება...

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ "ცხინვალის" სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებმა გუნდის ახალწვეულებს ნომრიანი მაისურები გადასცეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
წარმოგიდგენთ მეტოქეებს: "ბოტოშანი" (რუმინეთი)
მკითხველის კომენტარები / 8 /
რეებს ჩმახავ? რამ დაგბოღმა, ძალა ხომ არ უხმარია შენზე ვინმეს?
mebo-S
16:00 01-07-2015
0
”ცხინვალს” და ქართულ სპორტს ვუსურვებ წარმატებას! განსაკუთრებით ვეფერები ზვიად ლობჟანიძეს,იმიტომ რომ ჩემი შვილები ლობჟანიძეები არიან.
ციცინო გობეჯიშვილი
13:55 01-07-2015
0

სიახლეები პოპულარული