თბილისის "დინამოს" პირველი ტრანსფერი - მარტინიკელი მატიას კურიე [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" ეგზოტიკური ქვეყნის, მარტკინიკის კუნძულის წარმომადგენელი ითამაშებს - მატიას კურიე თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც ის საქართველოს ჩემპიონის მაისურითაა:

"ველოდებოდი ჩემი კონტრაქტის დასრულებას "ჩერნო მორესთან", რომ ოფიციალურად გამეცხადებინა - ხელი მოვაწერე თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტს. ჩემი სურვილია ტიტულების მოგება და ევროთასებზე თამაში. "დინამო" კი ამის საშუალებას მაძლევს. მადლობა იმისთვის, რომ მენდეთ. მოუთმენლად ველი, როდის აღმოვაჩენ ჩემთვის ახალ ქვეყანას, ახალ კულტურასა და ახალ გუნდს", - დაწერა მან.

მატიას კურიე გარემარბია, ის 28 წლისაა
და ფრანგული "ლე ავრის" აღზრდილია. რამდენიმე ფრანგული და ესპანური კლუბის გამოცვლის შემდეგ ის ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ბულგარულ "ჩერნო მორეში" თამაშობდა, სადაც ორ სეზონში 16 გოლი გაიტანა.
იხილეთ მატიას კურიეს საუკეთესო მომენტების ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 20 /
გენაცვალეთ დინამო. ერთადერთი გამონათება რომელიც ხვდება რომ ევროპულ ფეხბურთში ლეგიონერების გარეშე თავის დამკვიდრება შეუძლებელია. სხვიისი არ ვიცი მაგრამ მე მომხრე ვარ ლეგიონერების.თან ისეთებს რომლებიც აშკარაა რომ ქართველ 18 20 წლის ბიჭებს ჯობნიან გამოცდილებით და ხარისხით..
qomagi
29 მაისი 2016 23:29
0
ლობჟანიძე და ცინცაძე თავდამსხმელები არიან? გარემარბი რა პოზიციაა მაგაში გაერკვიეთ ჯერ.
Mishka
29 მაისი 2016 22:45
0
რა ტვინი ცაიგეტ ამ კარტველებით რომელი ჯობია ამას ეტკობა რო დზლიერია
goga
29 მაისი 2016 22:28
0
ლობჟანიძე და ცინცაძე ამასთან ჭიჭვეიშვილია!!!!!!!
Malxazi
29 მაისი 2016 22:11
0
ცინცაძე როდიდანაა ფლანგელი? )))) ერთი ამის დედაც ვატირე, ვიღაცაა, მაგრამ ცოტა არგუმენტირებულად მაინც წერეთ
დათო
29 მაისი 2016 21:37
0
Akaki-ს პატრიკ ვუო გახსოვს აეკიდან რომ გადმოვიყვანეთ?! ტიპებმა შემოგვტენეს და გაუხარდათ მე ამ ორ შორის განსხვავებას ვერ ვამჩნევ რატომ მოგყავთ ასეთი დონის ფეხბურთელები ვერ ვხვდები!!!!!
guga
29 მაისი 2016 20:04
0
რა ლობჟანიძე:) ლობჟანიძე ამას ჯობია? მეეჭვება. ცინცაძე კი მითუმეტეს არაა მარჯვენა ფლანგელი :) ცინცაძე საყრდენია, ჩამშლელი
Akaki
29 მაისი 2016 18:20
0
სრულიად გაუგებარია დაბალი დონის უცხოელისთვის დინამოს შემადგენლობაში ადგილის დათმობა მითუმეტეს იმ პირობებში რომ მარჯვენა ფლანგზე ლობჟანიძე და ცინცაძე - ეეროვნული ნაკრების ორი მარჯვენაფლანგელი გვყავს...

zaza
29 მაისი 2016 17:58
0
ძალიან გამიხარდა ეს ტრანსფერი რომ გამოვიდა, იმედია საბოც გადმოვა. აუ რთული იქნება მაგრამ იქნებ ვიტესის ფეხბურთელები Piet Velthuizen და Denys Oliynyk გადმოიბირონ? ვიტესიდან მიდიან, ფაქტიურად წავიდნენ უკვე :))
Akaki
29 მაისი 2016 17:22
0
სად ნახთ ეს ფეხბურთელი, ყოველ სეზონზე ევროთასების წინ სულ ერთი და იგივე სეცდომებს რატო იმეორებთ, წინა წლებში რამდენჯერაც გავძლიერდით უცხოელებით იმდენჯერ ვერ მივაღწიეთ წარმატებას. ზესტა და გორის დილა პლეიოფში რო მოხვდნენ ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ, რატო არ ვითვალისწინებთ წინა წლების გამოცდილებას.
გიო
29 მაისი 2016 16:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული